Vivien გთავაზობთ გამაახალგაზრდავებელ ჩაის, რომელიც მხოლოდ 3 ინგრედიენტისგან შედგება და მარტივად მზადდება.
როდის შეიძლება სასმელის დალევა – შეშუპება, სითხის შეკავება ორგანიზმში, გულის და სისხლძარღვების დაავადებები, მაღალი ქოლესტერინი, ჭარბი წონა და სიმსუქნე, დაბალი ლიბიდო, გენეტიკურ დონეზე ონკოლოგიური დაავადებებისკენ მიდრეკილება, მე–2 ტიპის დიაბეტი, სიცივის მიმართ მგრძნობელობა, კუჭის გაზრდილი მჟავიანობა და აშლილობა, ქრონიკული დაღლილობა, ფიბრომიალგია და ა.შ.
ჩაიში შემავალ სამ ინგრედიენტს მოქმედების ფართო სპექტრი აქვს. მწვანე ჩაი ანტიკანცეროგენული და ანტიოქსიდანტური პროდუქტია, რომელიც ნაადრევი დაბერებისგან დაგიცავთ, ღრძილების და კბილების მდგომარეობას აუმჯობესებს, ალერგიის სიმპტომებს აქრობს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, კანის დაავადებებს კურნავს, ენერგიით დაგმუხტავთ და ა.შ. კოჭა შესანიშნავი საპროფილაქტიკო საშუალებაა რეპროდუქციული სისტემების და მსხვილი ნაწლავის სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ანთებას აქრობს, საჭმლის მონელებას არეგულირებს, ზედმეტ სითხეს გამოდევნის, იმუნიტეტს აძლიერებს, სასუნთქი გზებიდან ლორწოს ხსნის, ყელის ტკივილს ებრძვის, გულსა და სისხლძარღვებს იცავს, მენსტრუაციის დროს ტკივილს აქრობს. დარიჩინი ენერგიას შეგმატებთ, ნატურალური აფროდიზიაკია, მადას აძლიერებს, შეშუპებას და კუჭის მჟავიანობას ამცირებს, სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, ძვლებს და სახსრებს აძლიერებს, ქოლესტერინს ამცირებს, გულისრევას და ღებინებას აქრობს.
ანტიასაკობრივი სასმელის რეცეპტი – დაგჭირდებათ: 1 ლ წყალი, 1 ჩ/კ გახეხილი კოჭა, 2 ჩ/კ მწვანე ჩაი, 1 ჩ/კ დარიჩინი. წყალს დარიჩინი და კოჭა დაუმატეთ, ცეცხლზე დადგით, აადუღეთ და 5 წუთში მწვანე ჩაი დაუმატეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და 1 საათით გააჩერეთ. გადაწურეთ და მოსახერხებელ ჭურჭელში ჩაასხით. სასმელის მოცულობა ცივი ან თბილი სახით დღის განმავლობაში დალიეთ. სურვილისამებრ სტევია, ლიმონის ნაჭრები და პიტნა დაუმატეთ. დილით 1 ჭიქა სასმელი გაღვიძებისთანავე, საუზმის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. ასე ყოველი ჭამის წინ უნდა დალიოთ. ღამით და ღამის პერიოდში სასმელის მიღება რეკომენდებული არაა.