4 შინაურული საშუალება, რომ პანკრეატიტმა აღარ შეგაწუხოთ

942

თუ კუჭქვეშა ჯირკვალი გაწუხებთ, ეს შეიძლება პანკრეატიტის განვითარებაზე საუბრობდეს. კუჭქვეშა ჯირკვლის მკურნალობა ყოველთვის სწრაფ და ეფექტურ შედეგს არ იძლევა. სწორედ ამიტომ, Vivien გთავაზობთ 4 ხალხურ საშუალებას, რომელთა დახმარებით უფრო შედეგიანი მკურნალობის ჩატარებას შეძლებთ.კუჭქვეშა ჯირკვალი საჭმლის მომნელებელი პროცესებისა და ნივთიერებათა ცვლისთვის აუცილებელი ორგანოა. კუჭქვეშა ჯირკვალი ბევრ მნიშვნელოვან ფერმენტს აწარმოებს, მათ შორისაა ჰორმონი ინსულინი. მისი დახმარებით სისხლში შაქრის ოპტიმალური დონე კონტროლდება.

კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების სიმპტომები: ორივე მხარეს ნეკნების ქვეშ ტკივილი, ფაღარათი, გაზების მტკივნეული წარმოქმნა მუცელში და მეტეორიზმი, მუდმივი ბოყინი, ზომიერი ინტენსივობით ხანგრძლივი გულისრევა. ყველა ეს ნიშანი სახიფათო დაავადებას, ქრონიკულ პანკრეატიტს ახასიათებს. ესაა ჯირკვლის ანთება, რომელიც ნელი ტემპით ვითარდება. კუჭქვეშა ჯირკვლის დაზიანებული უჯრედების ადგილას შეიძლება ნაწიბუროვანი ქსოვილი გაჩნდეს. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ფერმენტების, მათ შორის ინსულინის წარმოებას ხელს უშლის. ინსულინის დეფიციტი სხვა, არანაკლებ სახიფათო ქრონიკულ დაავადებას, შაქრიან დიაბეტს იწვევს. სწორედ ამიტომ, პანკრეატიტის მკურნალობა სწრაფად და საიმედოდ უნდა დაიწყოთ. როგორც კი კუჭქვეშა ჯირკვლის ტკივილს და თანმხლებ სიმპტომებს იგრძნობთ, მკურნალობა სასწრაფოდ დაიწყეთ. გამოკვლევის შემდეგ ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებთან ერთად ნატურალური საშუალებებიც დაგეხმარებათ. ასე პანკრეატიტი მთლიანად, გვერდითი შედეგების და მედიკამენტების უარყოფითი ზემოქმედების გარეშე განიკურნება.

4 შინაურული საშუალება პანკრეატიტის სამკურნალოდ

  1. კამის თესლით მკურნალობა. 1 ჩ/კ კამის თესლს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 1 საათით გააჩერეთ. გადაწურეთ და მთელი დღის განმავლობაში თითო ყლუპით დალიეთ.
  2. შვრიით მკურნალობა. შვრიას პანკრეატიტის სამკურნალოდ მრავალი წელია იყენებენ. შვრია ნებისმიერი სახით შეგიძლიათ მიირთვათ. პანკრეატიტის სამკურნალოდ და კუჭქვეშა ჯირკვლის გასაჯანსაღებლად ეფექტური მეთოდია. სამკურნალოდ წყალზე მომზადებული უბრალო შვრიის ფაფა გამოიყენეთ. კერძს კარაქი, მარილი და სხვა არაფერი დაუმატოთ. 1 კვირის განმავლობაში ყოველდღე მიირთვით. სჯობს დილით ჭამოთ, რომ მარცვლეულის ყველა სარგებელი მთელი დღის განმავლობაში მიიღოთ.
  3. ლიმონი, ოხრახუში და ნიორი პანკრეატიტის წინააღმდეგ სუპერ ნარევია. წარმოუდგენლად ძლიერი ნარევი მოამზადეთ, თუ კუჭქვეშა ჯირკვალი გტკივათ. მოსამზადებლად დაგჭირდებათ 300 გრ ლიმონი (2-3 ცალი), 100 გრ ნიორი (3 თავამდე), 100 გრ ოხრახუში. ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. ნარევი მინის ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ. 1 ჩ/კ ნარევი დღეში 3–ჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე მიირთვით. კურსი: 3 თვემდე. შემდეგ 2 თვე შეისვენეთ. თუ შედეგი საკმარისი არაა, პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ.
  4. წიწიბურას დიეტა პანკრეატიტის დროს. კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი პანკრეატიტთან საბრძოლველად. სამკურნალო კურსი 10 დღის განმავლობაში, ყოველდღე, დღეში 2–ჯერ კეფირზე მომზადებული წიწიბურას მირთმევას გულისხმობს. 1 ჭიქა წიწიბურას 0,5 ლ კეფირი დაასხით. წიწიბურა წინასწარ კარგად გარეცხეთ. მთელი ღამე ყოველგვარი ხარშვის გარეშე გააჩერეთ. ასეთი ფაფა საუზმესა და ვახშამზე მიირთვით. რეცეპტის ულუფა 2 თანაბარ ნაწილად გაყავით. 10 დღიანი კურსის შემდეგ ამდენივე დღით შეისვენეთ და პროცედურა გაიმეორეთ. უკვე რამდენიმე დღეში შვებას იგრძნობთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს