უნივერსალური კოქტეილი ყურებში შუილს, თავის ტკივილს აქრობს, თრომბის წარმოქმნას ხელს უშლის

1993

სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონეს უნდა ებრძოლოთ, რომ თრომბის წარმოქმნა არ დაუშვათ. სწორედ ის იწვევს სისხლძარღვების კედლებზე ფოლაქების და დეპოზიტების განვითარებას. არატრადიციულმა მედიცინამ თრომბოზის პრევენციისა და მკურნალობისთვის ბევრი ხალხური საშუალება იცის. Vivien ერთ–ერთ ეფექტურ სასმელს გთავაზობთ, თუ თრომბით სიკვდილის თავიდან აცილება გსურთ.

უნივერსალური კოქტეილი ბევრი დაავადების წინააღმდეგ – ერთ მუქი ფერის ბოთლში აურიეთ სააფთიაქო ნაყენები: 100 მლ შავბალახა, 100 მლ კატაბალახა, 100 მლ კუნელი, 100 მლ იორდასალამი, 50 მლ ევკალიპტის ფოთოლი, 25 მლ პიტნის ბალახი, 10 კვირტი მიხაკი (თუ სანელებლის აუტანლობა გაქვთ, არ დაუმატოთ), კორვალორი სურვილისამებრ. ნარევი 2 კვირა დააყენეთ. 1 ჩ/კ ნაყენი 1/3 ჭიქა წყალთან ერთად დღეში 3–ჯერ მიიღეთ. კოქტეილი ყურებსა და თავში შუილს ამცირებს, ამინდის ცვლილებებით გამოწვეულ თავის ტკივილს აქრობს. ნაყენი თრომბის წარმოქმნას ხელს უშლის. ამ სამკურნალო სასმელით ყველა გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს მკურნალობენ. სასარგებლოა მათთვის, ვისაც არითმია, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევები აწუხებს. ნერვოზის დროს დამამშვიდებლად შეგიძლიათ მიიღოთ (ამ შემთხვევაში მიხაკი არ დაუმატოთ). ნაყენი შიდა ქალის წნევას ამცირებს და ნერვებს აძლიერებს, რაც ორგანიზმის გაჯანსაღებაზე დადებით გავლენას ახდენს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს