Vivien გთავაზობთ ხალხურ რეცეპტს C ჰეპატიტთან საბრძოლველად. „წლების წინ მამა სიყვითლით დაავადდა. საავადმყოფოში დავაწვინეთ. მეგობრები დედას მამის შესახებ ეკითხებოდნენ. რომელიღაც მათგანმა შვრიის ნახარშის მიღება გვირჩია. დედამ 3 ჭიქა კარგად გარეცხილ შვრიას წყალი დაასხა და 3-4 წუთით აადუღა. შემდეგ საწურში გადაწურა, კიდევ ერთხელ გარეცხა და 9 ჭიქა წყალი დაასხა. ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწია და 3 საათით ხარშა. ამის შემდეგ დააყენა. დარჩენილი ნახარში მარლაში გადაწურა. სულ 700-750 მლ სითხე გამოვიდა. მამა 0,5 ჭიქა თბილ ნახარშს ჭამამდე 30 წუთით ადრე სვამდა. გარდა ამისა, ყოველდღე 100-150 გრ ახალ ხაჭოს მიირთმევდა. ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობასთან ერთად სიყვითლეზე მხოლოდ მოგონებები დარჩა. მამა შვრიის ნახარშს კიდევ 6 თვე პროფილაქტიკისთვის სვამდა. ამის შემდეგ ხალხურ მედიცინას დიდი პატივისცემით ვეპყრობი,“ – წერს ჩვენი მკითხველი.
დროში გამოცდილი რეცეპტი C ჰეპატიტის წინააღმდეგ
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს