ამბობენ, რომ ადრე მონასტრებში ამ ჩაით ბევრ დაავადებას და უსიამოვნებას კურნავდნენ. მას ფიზიკური ძალების აღდგენა, დასუსტებული ორგანიზმის გაძლიერება, ჭრილობის შეხორცება და შინაგანი ორგანოების განკურნება, ტკივილის და სიცხის გაქრობა, უიმედო ავადმყოფის ფეხზე დაყენება შეეძლო. Vivien გიზიარებთ მონასტრის ჩაის რეცეპტს, რომელიც სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ და დალიოთ.ჩაის საიდუმლო რეცეპტი საგულდაგულოდ ინახებოდა და თითოეულ მონასტერში საკუთარი თავისებურება ჰქონდა, მაგრამ მთავარი ნარევი უცვლელი რჩება: ასკილის ნაყოფი, მზიურას ფესვი, კრაზანას ბალახი, თავშავას ბალახი და შავი ჩაი. თითოეული კომპონენტის სასარგებლო თვისებებზე შეგიძლიათ ოდები დაწეროთ. უნიკალური სამკურნალო თვისებების საიდუმლო მის მომზადებაშია. ჩაი დილით მთელი დღისთვის მზადდება. 2–2 ს/კ თითოეული ბალახი და 2 ჩ/კ შავი ჩაი 1 ლ წყალზე აიღეთ. მზიურას ფესვებს და ასკილის ნაყოფს ცხელი წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 20 წუთით გააჩერეთ, შემდეგ თავშავა, კრაზანა და შავი ჩაი დაუმატეთ. კიდევ 1 საათით ძალიან სუსტ ცეცხლზე გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და ჩაის მოსამზადებლად გამოიყენეთ, ცხელ წყალში გააზავეთ. მონასტრის ჩაი მთელი დღის განმავლობაში უნდა დალიოთ. გემოვნებით თაფლი და ლიმონი დაუმატეთ. ყოველდღე ახალი ჩაი მოამზადეთ. პაციენტებმა და დასუსტებულმა ადამიანებმა გამოჯანმრთელებამდე უნდა დალიონ, სანამ ძალების მატებას და ავადმყოფობის უკან დახევას არ იგრძნობენ! ასევე ძალიან სასარგებლოა სისუსტის დროს, ორგანიზმის ტონუსის გასაზრდელად, ცუდი განწყობის და დეპრესიის დროს. სასმელი გემოთი ჩაის დახლებიდან დახვეწილ ჩაის ჰგავს. სურნელოვანი, გაჯერებული, ძალიან მწკლარტე. დილით გაგამხნევებთ, საღამოს დაგამშვიდებთ. აუცილებლად სცადეთ და ყველას ურჩიეთ, ვისაც ავადმყოფობა, დაღლილობა და სისუსტე აწუხებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ბალახს უკუჩვენება, ინდივიდუალური აუტანლობა შეიძლება ჰქონდეს.
მონასტრის ჩაი: რეცეპტი, რომელიც უიმედო ავადმყოფსაც ფეხზე დააყენებს
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს