ბოლო დროს დეპრესია აქტუალური პრობლემაა. სულ უფრო მეტი ადამიანი ნერვოზს, სიზარმაცეს უჩივის. ადამიანი ყველა საქმეს თავს ანებებს, დივანზე წევს და ტელევიზორს უყურებს. ასეთთან ურთიერთობა რთულია, მით უფრო ამ მდგომარეობიდან მისი გამოყვანა. არსებობს ერთი შესანიშნავი ნახარში, რომელიც დეპრესიის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. Vivien ნახარშის რეცეპტს გიზიარებთ და მის დალევას გირჩევთ.
ნახარში, როგორც ჩაი, 1 ჭიქა დღეში 2–ჯერ, 1 კვირის განმავლობაში უნდა დალიოთ. 20-20 გრ მრავალძარღვას ფოთლები, ასკილის ნაყოფი და კრაზანას ბალახი, 10-10 გრ შავბალახას ბალახი და ბეგქონდარას ბალახი, 5-5 გრ კატაბალახის ფესვი და ვერონიკას ბალახი აიღეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 30 წუთით გააჩერეთ და შემდეგ გადაწურეთ. დილით უზმოზე და საღამოს დაძინებამდე 4 საათით ადრე დალიეთ. ამ საშუალებით გაღიზიანებას, უძილობას და სწრაფად დაღლას მოიშორებთ. ასკილი იმუნიტეტს, ხოლო კრაზანა ენერგიას ზრდის. რეკომენდებულია ყველასთვის, ვინც ბევრს მუშაობს და ცოტას ისვენებს.