მაღალმა არტერიულმა წნევამ ან ჰიპერტონიამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, ტვინის ქრონიკული დაზიანებაა ან ინსულტი, სტენოკარდია ან ინფარქტი, თირკმლებში სისხლძარღვების დაზიანება და ფუნქციების გაუარესება, თვალის სისხლძარღვების დაზიანება და მხედველობის დაქვეითება, ათეროსკლეროზი და სისხლძარღვების შევიწროება. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად Vivien 10 სასარგებლო პროდუქტს გთავაზობთ.
- უცხიმო ხაჭო გულს აძლიერებს, სისხლძარღვების გაფართოებას ხელს უწყობს, კალციუმის, მაგნიუმის და კალიუმის წყაროა. ყოველდღე მინიმუმ 100 გრ ხაჭო უნდა მიირთვათ.
- წითელი ბულგარული წიწაკა C ვიტამინის რეკორდულ რაოდენობას შეიცავს. ჰიპერტონიკებმა ნებისმიერი შესაძლებლობის დროს უნდა მიირთვან. ყოველდღე 2 ახალი წიწაკის მირთმევით, ორგანიზმი C ვიტამინის დღიურ ნორმას შეივსებს.
- ორაგული ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის წყაროა და მაღალ წნევას მნიშვნელოვნად ამცირებს. 100-150 გრამი თევზის კვირაში 3-ჯერ მიღება კარგია.
- შვრიის ფაფა ჰიპერტონიკების მენიუში ყოველდღე უნდა იყოს. კვლევამ აჩვენა, რომ შვრია ორგანიზმს სელენით ავსებს. შვრია უჯრედისითაც მდიდარია.
- გოგრის თესლი თუთიის დეფიციტს აქრობს და ინფარქტისგან გიცავთ. დღეში 20 გრ თესლი წასახემსებლის ნაცვლად საკმარისია.
- კაკაო სისხლძარღვების მდგომარეობას აუმჯობესებს, მაგრამ კალორიული სასმელია. კვირაში 1–2 ფინჯანი სასმელი საკმარისია, მეტი არა.
- უცხიმო რძე კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს და ვიტამინებს შეიცავს. ჰიპერტონიკების მდგომარეობას აუმჯობესებს. დღეში 3 ჭიქამდე რძის დალევა შეგიძლიათ.
- მწარე შოკოლადი გულის კუნთებს აძლიერებს, ანტიოქსიდანტებს შეიცავს და წნევის 5-10 მმ–ით შემცირებას ხელს უწყობს. დიდი რაოდენობით მისი მიღება სააჭირო არაა.
- ნუში მონოცხიმებს შეიცავს და ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ამ კაკალში კალიუმი, მაგნიუმი, E ვიტამინი შედის – ეს ყველაფერი წნევის შესამცირებლად საჭიროა.
- მწვანე ჩაი რეგულარული მიღებისას ქოლესტერინის ფოლაქებს შლის. სასმელი ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს და ორგანიზმის დაბერების პროცესს ანელებს. იაპონიაში ჰიპერტონია თითქმის არ აწუხებთ და მწვანე ჩაის მსოფლიოში ყველაზე ხშირად სვამენ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს