მკურნალობა კოლიტის, გასტრიტის და ქოლეცისტიტის წინააღმდეგ

1035

Vivien გიზიარებთ ერთ–ერთი მკითხველის, ანას პირად გამოცდილებას, რომელიც ქრისტესისხლას ნახარშით და შიმშილობის კურსით ჯანმრთელობის პრობლემებს მკურნალობდა.”ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამოგზაუროდ სანატორიუმში წავედი. წყალი დავლიე, დიეტაზე დავდექი: ხორცის ბულიონი, ძეხვის ნაწარმი, მარგარინი, რძე გამოვრიცხე. დღემდე ნადეჟდა ექიმის მადლიერი ვარ, რომელმაც ქრისტესისხლით მკურნალობის კურსი დამინიშნა. რეცეპტი ასეთია (კოლიტის, გასტრიტის და ქოლეცისტიტის სამკურნალოდ): ნახევარლიტრიანი ქილა 1/3 მოცულობით ქრისტესისხლით გაავსეთ, მდუღარე წყალი დაასხით. 1/3 ჭიქა თბილი სასმელი ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ასევე ამავე ნაყენით მიკროოყნა გაიკეთეთ, 100 მლ ოყნა დილით კუჭის დაცლის შემდეგ. მკურნალობა 1 თვე გაგრძელდა, შემდეგ უკვე გამოჯანმრთელება დავიწყე.

თავად 30 წლიდან ჯანსაღი ცხოვრების წესს მივსდევ მას შემდეგ, რაც ექიმები ვერ დამეხმარნენ. იმ დროისთვის მართლაც მოხუცის დაავადებების მთელი თაიგული მქონდა შეგროვებული: გასტრიტი ნულოვანი მჟავიანობით, კოლიტი, ნაღვლკენჭოვანი დაავადება, ალერგია. საავადმყოფოში ნაღვლის ბუშტის ამოღების მიზნით მოვხვდი. ოპერაციაზე უარი ვთქვი: მეხსიერებაში ბრმა ნაწლავის ამოღება ჯერ კიდევ დარჩენილი იყო. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ანესთეზიამ ოპერაციიდან მხოლოდ 2 საათის შემდეგ იმოქმედა. სანამ ოპერაცია მიდიოდა ისე ვყვიროდი, რომ მთელი შიგთავსი დავიგლიჯე. მოგვიანებით პალატაში პაციენტები ამბობდნენ, რომ ჩემი ყვირილისგან თმა ყალყზე დაუდგათ. ამავე პერიოდში ნიკოლაევის წიგნი წავიკითხე შიმშილით მკურნალობის შესახებ და ცდა გადავწყვიტე. 5 დღე წყალსა და ოყნაზე გავძელი, თან სამსახურშიც დავდიოდი და მთელი ოჯახისთვის კერძებს ვამზადებდი. ჩემი ოჯახია მეუღლე, 7 წლის ვაჟი, ჩემი და ეს ყველაფერი ერთოთახიან ბინაში. შიმშილიდან გამოსვლისას შეცდომა დავუშვი – წითელ პომიდორზე ფეხი წავიბორძიკე. ჯამში, ფეხები ძლიერ დამისივდა. კიდევ 2 დღე ვიშიმშილე და ყველაფერი ნორმას დაუბრუნდა.შიმშილის შემდეგ თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. ექიმს მიმართვა ვთხოვე, სადაც სამკურნალო შიმშილობას და სხვა ალტერნატიულ მეთოდებს იყენებდნენ. კლინიკაში მისვლისას 34 წლის ვიყავი და მითხრეს: „ისედაც გამხდარი ხარ, სჯობს აბანოებით, მასაჟებით იმკურნალო“. უარი ვთქვი და ვუთხარი, რომ შიმშილით მკურნალობა მინდოდა. მაშინ ექიმმა იმ დროს იშვიათი წიგნი „შიმშილობა ჯანმრთელობისთვის“ წასაკითხად მომცა. წავიკითხე და სუნთქვა შემეკვრა. ამ წიგნმა 14 დღიანი შიმშილობის ატანა შემაძლებინა, არადა მიზნად 24 დღე მქონდა. არ გამომივიდა. მე-14 დღეს კბილების გაწმენდისას ღრძილებიდან ძლიერი სისხლდენა შევნიშნე და სისხლი გადმოვაფურთე. პალატაში მეზობელმა ამის შესახებ ექიმს უამბო, რომელიც ამბის გასაგებად მოვიდა. საბოლოოდ, შიმშილობიდან გამოსვლა მომთხოვა. თავიდან გაზავებულ წვენებს ვსვამდი, შემდეგ უმარილო სალათებზე გადავედი, ბევრს ვსეირნობდი, მთელი დღე სუფთა წყალს ვსვამდი, ყოველდღე აბაზანებს და ოყნებს ვიკეთებდი. შიმშილობის კურსის შემდეგ თითქოსდა თავიდან დავიბადე. ფრენა მსურდა.”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს