ჩვეულებრივ, წითელი მოცხარი ივნისის ბოლოს მწიფდება. ბაღის კენკრა თირკმლებში კენჭების წინააღმდეგ შესანიშნავი საშუალებაა. Vivien გიზიარებთ წითელი მოცხარის ხალხურ რეცეპტს.წითელი მოცხარი ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ ისე, რომ ნახევრამდე გაავსოთ. ხის კოვზით დაჭყლიტეთ, 1 ს/კ შაქარი დაუმატეთ და ბოლომდე ცივი, ანადუღარი წყალი დაასხით. თბილ ადგილას დუღილისთვის გააჩერეთ. მეორე დღეს დუღილის პროცესი დაიწყება. როგორც კი, ბუშტები გაჩნდება, კენკრა გადაყარეთ, სასმელი გადაასხით – ესეც ასე, გამოსაყენებლად მზადაა. განმეორებითი მომზადების შემთხვევაში ქილას წყალი არ გაავლოთ – ასე დუღილის პროცესი უფრო სწრაფად დაიწყება. დღეში 3-ჯერ დალიეთ: დილით უზმოზე, სადილზე – ჭამამდე 30 წუთით ადრე, საღამოს – ძილის წინ. დღის განმავლობაში მთელი ნაყენი უნდა დალიოთ, სამ თანაბარ ნაწილად გაყავით. ყოველდღე შეუსვენებლად დალიეთ, რომ ორგანიზმში დაგროვდეს სამკურნალო ნივთიერებები, რომლებიც თირკმლიდან კენჭების გამოსადევნად აუცილებელია. ერთი კურსისთვის დაახლოებით 8-10 კგ წითელი მოცხარი დაგჭირდებათ. ამბობენ, რომ 10 დღიანი კურსი კენჭების გასაქრობად საკმარისია.
წითელი მოცხარი არ გამოგრჩეთ, თუ თირკმლის კენჭოვანი დაავადება გაწუხებთ
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს