ღმერთმა დედამიწაზე ბევრი სასწაული შექმნა, ერთ–ერთი მათგანია – მიწა და მცენარე. ბალახთმცოდნის წმინდა მოვალეობაა დაეხმაროს ყველას, ვისაც მძიმე დაავადების მოშორება ერთგული „მწვანე მეგობრის“, კერძოდ ფამფარულის დახმარებით სურს. Vivien გიამბობთ, თუ რა სასარგებლო თვისებები აქვს ამ მცენარეს, რომელსაც ხალხში „ღმერთების წამალს“ უწოდებენ.
მცენარე სამკურნალოდ და კულინარიული მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ფამფარულას ფესვებს და ფოთლებს სხვადასხვა დაავადების დროს გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს. მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა მცენარის გამაჯანსაღებელი შესაძლებლობები დაადასტურეს. ფამფარულა შეიცავს B1, B2, B6, E, C, K, P ვიტამინებს, ასევე მაგნიუმს, თუთიას, რკინას, ნატრიუმს. ფამფარულა ღვიძლის გაუმჯობესების ისეთივე შედეგს იძლევა, როგორც მედიკამენტები. მცენარეში შემავალი ბუნებრივი თუთია წინამდებარე ჯირკვლის (ექიმები მამაკაცის მეორე გულს უწოდებენ) სრულფასოვანი მუშაობისთვის აუცილებელია. ფამფარულაში აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც გულის კუნთებს აძლიერებს და არტერიულ წნევას ამცირებს, სიმსივნის უჯრედების განვითარებას აფერხებს, თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში ზოგიერთ ქვას შლის. მის ძირნაყოფსა და ფოთლებში 19-25% ინულინი შედის, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. სულ ფამფარულაში 100-ზე მეტი ბიოლოგიური ნივთიერებაა აღმოჩენილი. მათი კომბინაცია იმუნურ სისტემას აძლიერებს. თან ვერ იპოვეს ნივთიერება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებდა. ხალხურ მედიცინაში ფამფარულას შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ საუკუნეების განმავლობაში იყენებენ.
ფესვი უნიკალურია იმით, რომ ადამიანი ხარისხიანი, გემრიელი და იაფი საკვების სახით დაავადებებისგან იკურნება. მცენარეს თავისი კვებითი ღირებულებებით თევზის, ხორცის, ასევე სოკოს კერძების ჩანაცვლება შეუძლია. ფამფარულას შეუძლია ალკოჰოლური დამოკიდებულების მოშორებაც. ყოველი მესამე, ვინც მცენარეს იღებს, სპირტიან სასმელზე თავის დანებებას ახერხებს.ფამფარულას გაზრდის აგროტექნოლოგია ჩვეულებრივი სტაფილოსგან დიდად არ განსხვავდება. თესლი აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე ითესება, რომ სექტემბერში მომწიფებული ფესვები მიიღონ. დარგვის სიღრმე – 1,5-2 სმ, რიგებს შორის დაშორება – 30-35 სმ, ხოლო რიგში – 6-8 სმ. საკუთარი თესლი რომ მიიღოთ, 5-7 ძირი ზამთარში უნდა დატოვოთ. მცენარე ყინვაგამძლეა, -40 გრადუს ტემპერატურას უძლებს.