თაფლი ბავშვობიდან ნაცნობი საშუალებაა, რომელსაც ნებისმიერი დაავადების დროს ვიყენებთ. როცა ყელი გვტკივა ან ხველა გვაწუხებს, სად მივდივართ პირველ რიგში? რა თქმა უნდა, სამზარეულოში კოვზი თაფლისთვის! პროპოლისი ასეთი ტკბილი არაა, მაგრამ სამკურნალო თვისებებით არ ჩამორჩება! რა შედეგს მიიღებთ, თუ პროპოლისს და თაფლს ერთ საშუალებაში გააერთიანებთ? Vivien გასწავლით, როგორ მოამზადოთ თაფლის და პროპოლისის ნარევი და როგორ გამოიყენოთ. თაფლი პროპოლისთან ერთად ჩვენთვის ნაცნობი ფუტკრის დესერტისგან დიდად არ განსხვავდება. მასაც მოყვითალო ფერი, კრემის კონსისტენცია და სურნელოვანი არომატი აქვს. მსგავსი ნარევის მიღება ორმაგად სასარგებლოა, ვიდრე ფუტკრის ნებისმიერი პროდუქტის ცალკე გამოყენება.
რეცეპტი – თაფლი პროპოლისთან ერთად შეგიძლიათ 2 მეთოდით მოამზადოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ინგრედიენტები მსგავსია: 3-10 გრ ფუტკრის წებო 100 გრ თაფლზე. რეკომენდებულია, რომ პროპოლისი წინასწარ მსუბუქად გაყინოთ – ასე მარტივად დააქუცმაცებთ. სწორედ ასე უნდა მოიქცეთ, სანამ ნარევის მომზადებას დაიწყებთ. მეთოდი №1: დაქუცმაცებული პროპოლისი თაფლს აურიეთ. მიღებული ნარევი წყლის ორთქლზე 40 გრადუსამდე შეათბეთ. ტემპერატურას ყურადღება მიაქციეთ, რომ მითითებულ ნიშნულს არ გადააჭარბოს. ყველასთვის ცნობილია, რომ 40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე თაფლი სასარგებლო თვისებებს კარგავს და ტოქსიკური ხდება. ნარევს ფრთხილად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მეთოდი №2: დაქუცმაცებული პროპოლისი წყლის ორთქლზე გაადნეთ. შემდეგ თანდათან თაფლი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. რეკომენდებულია, მიღებული მასა მარლაში გაწუროთ, რომ მაქსიმალურად ერთგვაროვანი გახდეს. საშუალება მინის ქილაში, ბნელ და მშრალ ადგილას შეინახეთ, სჯობს მაცივარში. გახსოვდეთ, რომ თაფლის და პროპოლისის ნარევის შენახვის მაქსიმალური ვადა 12 თვემდეა.
სამკურნალო თვისებები – რა სამკურნალო თვისებები აქვს თაფლის და პროპოლისის ნარევს და როდის სჯობს მისი გამოყენება? საშუალება ფართოდ ცნობილი გახდა შემდეგი დაავადებების მკურნალობისას:
- კანის დაავადებები (ჭრილობა, წყლული, მოყინვა, დამწვრობა, ეგზემა, ძირმაგარა)
- გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (ჰიპერტონია, შაკიკი, თავის ტკივილი)
- სასუნთქი სისტემის დაავადებები (ჰაიმორიტი, სინუსების ანთება, ტონზილიტი, ანგინა, ფილტვების ანთება, ბრონქიტი, ასთმა, ტუბერკულოზი)
- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (გასტრიტი, კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კოლიტი)
- ოფთალმოლოგიური დაავადებები (კონიუნქტივიტი, რქოვანას ანთება)
- სტომატოლოგიური დაავადებები (სტომატიტი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ღრძილების ანთება)
- გინეკოლოგიური დაავადებები (საშოს ანთება, საშვილოსნოს ყელის ეროზია)
- საშარდე სისტემის დაავადებები (პროსტატიტი, საშარდე გზების და თირკმლების ანთება)
პროპოლისის და თაფლის ნარევის სასარგებლო თვისებები ორგანიზმზე მატონიზირებელი და ზოგადი გამაძლიერებელი მოქმედებებით გამოიხატება. პროდუქტი რეგულარულად მიიღეთ, რომ გრიპისა და სხვა სეზონური დაავადებისგან თავი დაიცვათ. გარდა ამისა, დილით თავს უფრო მხნედ იგრძნობთ, ვიდრე ადრე!
მკურნალობა – სამკურნალო ნარევი შეგიძლიათ როგორც შიგნით, ასევე გარეგნულად გამოიყენოთ. შინაგანი გამოყენება: ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებულია 1 ჩ/კ დღეში 2-3-ჯერ. ნარევი სჯობს პირდაპირ არ გადაყლაპოთ, არამედ პირში სრულ გადნობამდე წუწნოთ. 10 წლამდე ბავშვებისთვის ზრდასრული ადამიანის 1/20 დოზა საკმარისია. 10 წელზე უფროსისთვის ზრდასრული ნორმის ნახევარი დასაშვებია. კურსი – 5-30 დღე დაავადების სიმძიმის მიხედვით. გარეგანი გამოყენება: ნარევი ადუღებულ წყალში 1:3 თანაფარდობით გააზავეთ. გამოიყენეთ, როგორც საფენი (დაზიანებულ ადგილას დაიფინეთ, მარლით შეიფუთეთ), წვეთები (ცხვირში ან თვალში პიპეტით ჩაიწვეთეთ), ინჰალაციისთვის (სამკურნალო ორთქლის სუნთქვა სპეციალური იმპროვიზებული ინჰალატორის გამოყენებით).
უკუჩვენებები – რეკომენდებული არაა პროპოლისიანი თაფლი რაიმე დაავადებასთან სამკურნალოდ დამოუკიდებლად გამოიყენოთ. სჯობს ტრადიციულ მედიცინასთან ერთად გამოიყენოთ – ამ შემთხვევაში ეფექტური შედეგის მიღების უფრო მეტი შანსი გაქვთ.