„59 წლის ვარ, მაგრამ თანატოლებს და ახალგაზრდებსაც ჩემი ენერგიის შურთ. ოქროს ფესვის, ვარდისფერი როდიოლას ნაყენის მოქმედება საკუთარ თავზე გამოვცადე. თუ ჯერ კიდევ არ იცნობთ, აფთიაქში მის ყიდვას გირჩევთ. ნაყენს ჯერ კიდევ 1994 წლიდან ვიყენებ. იმ დროს ძლიერი ნერვული გამოფიტვა და ქრონიკული დაღლილობა მაწუხებდა. წელს საპროფილაქტიკო კურსი ახლახანს დავამთავრე. შემიძლია ვთქვა, რომ ოქროს ფესვს სიცოცხლის ფესვს ტყუილად არ უწოდებენ – გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას შესანიშნავად სტიმულირებს. რეცეპტი ასეთია: 40 გრ ოქროს ფესვს 500 გრ არაყი დაასხით, 6 დღე დააყენეთ. პირველ დღეს 5-5 წვეთი ნაყენი დღეში 2–ჯერ დალიეთ, მომდევნო დღეებში თითო წვეთი დაამატეთ და ასე 20 წვეთამდე ადით, შემდეგ 20 წვეთიდან თითო წვეთობით 5 წვეთამდე შეამცირეთ. კურსის ჩატარების შემდეგ 1 თვით შევისვენე, შემდეგ ახალი კურსი დავიწყე, უკვე 25 წვეთს დილით, უზმოზე 1 თვე ვსვამდი. კვლავ 1 თვე შევისვენე და მესამედ მივიღე – 25 წვეთი დილით, მაგრამ ჭამის შემდეგ.“
როდის გამოვიყენოთ ოქროს ფესვი – კუჭის წყლულოვანი დაავადება, საჭმლის მონელების დარღვევა, ცხელება, ღვიძლის დაავადება, ნერვული აშლილობა. ვარდისფერი როდიოლას ნაყენი კარგად მოქმედებს სმენაზე, შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაზე, ტყვიით მოწამვლის დროს. ჯანმრთელ ადამიანში მეხსიერებას ზრდის და ყურადღებას აძლიერებს. მისი მოქმედება უკვე 6 საათის შემდეგ ვლინდება.
ოქროს ფესვი ფასდაუდებელია! ექსპერტებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ ვარდისფერი როდიოლას პრეპარატებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მასტიმულირებელი მოქმედება აქვს, ტვინის ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს არეგულირებს, გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას აუმჯობესებს. ამის წყალობით ოქროს ფესვი სხვადასხვა ექსტრემალური სიტუაციების მიმართ უფრო გამძლეა, სტრესის დროს თირკმელზედა ჯირკვლები არ სუსტდება. როდიოლა თიმულის ჯირკვლის ინვოლუციას ხელს უშლის. ხალხურ მედიცინაში განსაკუთრებით ფასობს ასაკობრივი სისუსტის, იმპოტენციის, ანემიის, ფილტვების ტუბერკულოზის, ღვიძლის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ქალური დაავადებების (ამენორეა, მეტრორაგია, მენორაგია) დროს.
ნაყენის მომზადება და გამოყენება – როგორც წესი, ხალხში არაყზე დაფუძნებულ ნაყენს იყენებენ. ჩვეულებრივ, 50 გრ დაქუცმაცებულ ფესვს 0,5 ლ არაყში 2-3 კვირა აყენებენ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების დროს 10-12–დან 20-25 წვეთამდე ნაყენს 10-15 დღე იღებენ. გამოცდილები ნაყენს თვალით ამზადებენ, ბოთლის ნახევარს ფესვებით ავსებენ, შემდეგ ბოლომდე არაყს ასხამენ და მინიმუმ 1 თვე აყენებენ. არასრული ჩაის კოვზით ნაყენი დღეში 2–ჯერ, დილა–საღამოს, მაქსიმუმ 10 დღე შეგიძლიათ დალიოთ. დოზა ინდივიდუალურად ირჩევა, დიდხანს მისი მიღება არ შეიძლება – საშუალოდ 2-3 კვირა. გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს.
უკუჩვენებები: ვარდისფერი როდიოლა უკუჩვენებულია ნერვული დაავადებების გამოხატული სიმპტომების და ტვინის ქერქის უჯრედების ცვეთის დროს. პრეპარატებს მაღალი ბიოაქტივობა ახასიათებს. უხეში ორგანული დაავადებების დროს ნაყენის დანიშვნა მიზანშეწონილი არაა. პოსტგრიპოზული ენცეფალიტის დროს ნაყენის მცირე დოზაც უსიამოვნებას იწვევს. რა თქმა უნდა, ჰიპერტონიის დროს უკუჩვენებულია.