ვაშლის ძმარი რევმატიზმის და შაკიკის დროს დაგეხმარებათ

1162

თავი მხნედ და ჯანმრთელად რომ იგრძნოთ, ამ რეცეპტის გამოყენებას გირჩევთ. მას ჯანსაღი ცხოვრების წესის ამერიკელი მიმდევრები აქტიურად იყენებენ. 1 ყავის კოვზ ძმარს და ამდენივე თაფლს 1 ჭიქა თბილი წყალი დაასხით და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 2–ჯერ დალიეთ. დოზის გაზრდა არ შეიძლება, რადგან ვაშლის ძმარი რბილად, მაგრამ ეფექტურად მოქმედებს. სასმელი გაზრდილი მჟავიანობის დროსაც გამოგადგებათ, ოღონდ ამ შემთხვევაში ჭამის შემდეგ უნდა დალიოთ. Vivien გიზიარებთ რამდენიმე მკითხველის პირად გამოცდილებას, რომლებიც ვაშლის ძმარს სხვადასხვა დაავადებების დროს იყენებდნენ.

რევმატიზმისგან ხსნა – ოლღა ძალიან სპორტული ქალი იყო. ახალგაზრდობაში მძლეოსნობით იყო დაკავებული და პარაშუტითაც ხტებოდა. როცა გათხოვდა და შვილები გააჩინა, ოჯახი მისთვის მთავარი გახდა და სპორტი მიატოვა. გამკვრივებამ თავისი გააკეთა და ყველა დაავადება ფეხზე ისე გადაიტანა, რომ მათზე არც დაფიქრებულა. ავადმყოფობა საერთოდ არ უყვარდა და მცირე უსიამოვნებას, რომელიც ყველას შეიძლება დაემართოს, ყურადღებას არ აქცევდა. დრო გავიდა, ბავშვები გაიზარდნენ, ოლღა ძველებურად კარგად გამოიყურებოდა და ჯანმრთელი იყო.ერთხელაც გაცივდა: ყელი ატკივდა, ტემპერატურა მოემატა. სამსახურში მაინც წავიდა, რადგან თანამშრომლებს ვერ უღალატებდა, რომელთაც ცვლებს უცვლიდა. ანალგინი დალია და იმედი ჰქონდა, რომ მალე გამოჯანმრთელდებოდა. მუშაობას აგრძელებდა, მაღაზიებში დარბოდა, სადილებს ამზადებდა და სკოლიდან დაბრუნებულ შვილებს მხიარულად ხვდებოდა. თუმცა დაავადება (ეს ანგინა იყო) უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ტემპერატურა და ყელის ტკივილი არ ქრებოდა. ოლღა აბებს სვამდა და სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ცდილობდა არ შეემჩნია, რომ ავად იყო. მალე დაავადება ჩაცხრა, რამდენიმე დღეში ყველა სიმპტომი გაქრა, მაგრამ ახალი გაჩნდა. ოლღამ შვებით ამოსუნთქვა ვერ მოასწრო, რომ სისუსტე, თავის და ყელის ტკივილი გაქრა, რომ სახსრების ტკივილი და დისკომფორტი იგრძნო. იდაყვების და მუხლების მტვრევა აწუხებდა, თითქოსდა შიგნიდან ტრიალდებოდა, კვლავ სისუსტე გაჩნდა. ერთ კვირაში განწყობა მკვეთრად გაუუარესდა. ექიმთან მისლვა მოუწია. ანალიზების ჩაბარების შემდეგ დაუსვეს დიაგნოზი: რევმატიზმი. ოლღას განწყობა შეიცვალა. დაავადებამ ცხოვრების წესზე დაფიქრება აიძულა. მუდმივი ტკივილები მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდა. ძლიერ დაღლილობას გრძნობდა. გამოსავალი უნდა ეპოვნა და იპოვა კიდეც.

დედამისის მეზობელმა, რომელიც მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, მისი ავადმყოფობის შესახებ გაიგო და საკუთარი ხელით მომზადებული ბოთლი ვაშლის ძმარი მოუტანა და მაგიდაზე დაუდო სიტყვებით: „აი, საშუალება, რომელიც ფეხზე დაგაყენებს და კარგ განწყობას დაგიბრუნებს!“ ოლღამ არ დაუჯერა. „შეუძლებელია, რევმატიზმი ხომ უკურნებელია, მასთან ერთად მთელი ცხოვრების გატარება მომიწევს“ – ფიქრობდა ის. ნუთუ ვაშლის ძმარი დაეხმარება? მეზობელმა უამბო, თუ როგორ დაეხმარა ვაშლის ძმარი გულის ტკივილის მოშორებასა და ჰიპერტონიასთან გამკლავებაში, მის მეუღლეს – გასტრიტის და ფსორიაზის მოშორებაში. მთავარია, დიდხანს და მკაცრად დოზირებულად დალიოთ.ოლღამ ცდა გადაწყვიტა და მეორე დღეს მკურნალობა დაიწყო. ვაშლის ძმარი დღეში 3–ჯერ უნდა დალიოთ, სალათებს დაუმატოთ, მტკივნეულ სახსრებში შეიზილოთ. ოლღამ მკურნალობა დაიწყო, ყველა სხვა საქმე გვერდზე გადადო. ქმარს და შვილებს მისი ესმოდათ და დახმარებას სთავაზობდნენ. ასე 3 თვე გავიდა. ტკივილი შემცირდა, განწყობა გაუმჯობესდა. ოლღამ ანალიზების ჩაბარება გადაწყვიტა. მათ კარგი შედეგები აჩვენეს. საბედნიეროდ, ოლღამ თავისი ისტორიიდან სწორი დასკვნები გააკეთა. ახლა ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევს, ის უკვე მთავარი გახდა, შემდეგ მოდის ყოველდღიურობა და სამსახური. იმ დღიდან ვაშლის ძმარი სახლის აფთიაქში მუდმივად ინახება. გარდა ამისა, ძმრით შეკაზმული სალათები და სოუსები ოჯახის ყველა წევრს შეუყვარდა. ახლა თავს უკეთ გრძნობენ, ვიდრე ადრე.

შაკიკი აბების გარეშე გაქრა – როგორც კი, ინა სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, შაკიკი ეწყებოდა. რატომ სამსახურში არ ტკიოდა და სახლისკენ მიმავალ გზაზე თავს შესანიშნავად გრძნობდა? სახლში, სადაც დასვენება, კომფორტი და მყუდროება ელოდა, აუტანლად იტანჯებოდა. ეს იმის ნაცვლად, რომ კარგად დაესვენა და ყველა საქმე დაევიწყებინა. ექიმთან მივიდა, რომელმაც უთხრა, რომ ასე არ ხდება და კატაბალახა გამოუწერა. ინა რამდენიმე დღე კატაბალახას სვამდა, მაგრამ თავის ტკივილი არ ქრებოდა და დიდად არც ნერვიულობდა. მაშინ სხვა ექიმთან მივიდა და სპეციალური გამოკვლევა მოითხოვა. რამდენიმე დღე გამოკვლევებზე დახარჯა და ხელში შედეგი დაიჭირა, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელია, თავი ტკივა, რადგან ბანალური შაკიკი აწუხებს.სამსახურში დაკავებულია, მუდმივად დაძაბულია, ამიტომ თავი არ ტკივა, სახლში დუნდება და დაავადება თავს იჩენს. ექიმმა უთხრა, რომ დაავადება ქრონიკულია და მოთმენა, აბების ყლაპვა მოუწევს. ინას მთელი ცხოვრება აბების დალევა არ სურდა, ამიტომ ამ ექიმის დასკვნასაც არ დაეთანხმა. მესამე ექიმი შაკიკის საკითხსა და ხალხურ მედიცინაში უფრო გაცნობიერებული აღმოჩნდა. მან დაადასტურა, რომ შაკიკი ადამიანს მთელი ცხოვრება ტანჯავს, მაგრამ გოგონა დააიმედა, რომ იცის საშუალება, რომელიც ამ მზაკვარ დაავადებას მოაშორებს. გამოდის, აბების დალევა და თავის ტკივილის მოთმენა არ მოუწევს.

„რა არის ეს სასწაული საშუალება“– იკითხა გაოცებულმა ინა. „არანაირი სასწაული, უბრალოდ ვაშლის ძმარი“ – უპასუხა ექიმმა. მან ინას უამბო, თუ რა თვისებებს ფლობს ვაშლის ძმარი, როგორ აქრობს თავის ტკივილს და მის გაჩენას აფერხებს. ინამ ჭამის დროს ვაშლის ძმრის დალევა დაიწყო და ყოველ საღამოს ძმრით ინჰალაციებს იკეთებდა. მალე მისი ტანჯვა დასრულდა. უკვე შეეძლო სამუშაოს შემდეგ მშვიდად დაესვენა და ცხოვრებით დამტკბარიყო. თავი აღარ ტკიოდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს