Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ვაზელინის ზეთი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების დროს და გიზიარებთ მომხმარებლის შეფასებებს.”ვაზელინის ზეთის ყიდვა მომიწია, როცა ბავშვს ყაბზობა ჰქონდა. ცოტა გამოვიყენეთ და პრობლემა სწრაფად მოგვარდა. ბევრი ზეთი დაგვრჩა, ამიტომ მისი თვისების და გამოყენების სხვა მეთოდების შესწავლა გადავწყვიტე. აღმოჩნდა, რომ ზეთს კოსმეტიკური მიზნით ხშირად იყენებენ. ძალიან მნიშვნელოვანია! იმის მიუხედავად, რომ ზეთის შემადგენლობა ერთნაირია, ყველა მწარმოებელი შეფუთვაზე აწერს „კოსმეტიკური ზეთი“ ან „შინაგანი გამოყენებისთვის“. არ ვიცი, ამას რისთვის აკეთებენ, რადგან ზეთის შემადგენლობა არ განსხვავდება, მაგრამ კოსმეტიკური ზეთი მაინც სჯობს შიგნით არ გამოიყენოთ. საერთოდ ზეთი მრავალფუნქციური საშუალებაა.
ყაბზობა – ზეთი სწორედ ამ მიზნით შევიძინეთ, როცა ბავშვს ყაბზობა აწუხებდა. მაშინ 1 წელს მეტის იყო და პედიტრმა გვირჩია 1–2 ს/კ ზეთი ჭამის შემდეგ. 5 დღეზე მეტხანს ზეთის მიღება რეკომენდებული არაა, არც დაგვჭირდა. პრობლემა მეორე დღესვე მოგვარდა. ზეთი ორსულობის დროსაც შეგიძლიათ მიიღოთ, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ და ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია.
ჰაიმორიტი – როცა ორსულად ვიყავი, ცხვირი სულ გაჭედილი მქონდა. ყველა მეუბნებოდა, რომ ორსულობის რინიტი მაქვს. ისე გამეჭედა, რომ არაფერი მშველოდა. ვერაფერს ვაკეთებდი, ორსულად ვიყავი. ანტიბიოტიკებს, აბებს ვერ ვსვამდი, დანიშნული მედიკამენტების გამო გადინება მივიღე. იმწამსვე ნემსი გამიკეთეს. იმდენი ჩირქი იყო, რომ 10 ნემსი გამიკეთეს, სანამ საავადმყოფოში ვიყავი (თითქმის ნაადრევად ვიმშობიარე). მეორე შვილის გაჩენის შემდეგ ისევ დამეწყო და ძალიან შევშინდი. ექიმმა, რომელიც ჩემს შვილთან შემოვლაზე იყო, ცხვირზე მცირე შეზეთვა გაუკეთა, რომ სუნთქვა გაადვილებოდა. ვიფიქრე, რომ ვაზელინის ზეთით ტამპონები გამეკეთებინა. დილით საშინელი მუქი ტამპონები გამოვიღე (ამოხველება მომიწია), ძალიან შევშინდი, რა მოხდა? ექიმმა სურათები გადამიღო, მაგრამ ჩემს სინუსებში ვერც ერთი ჩირქი ვერ ნახა. ეს დიდი შვება იყო. უკვე 3 წელია არც ერთი ნემსი არ გამიკეთებია, ხოლო როცა ცხვირი მეჭედება, ვაზელინის ზეთის ტამპონებს ძილის წინ 20-30 წუთით ვიკეთებ, რომ ზეთი ცხვირის სინუსებში ჩავიდეს.“
ჩვილის კანის მოვლა – ზეთი გამოგადგებათ ჩვილების ნაკაცების მოსავლელად, ნაოფლარის სამკურნალოდ და თავზე ქერქის მოსაშორებლად. ამავე ზეთით შეგიძლიათ ოყნის თავი დაამუშავოთ, რომ ადვილად შეიყვანოთ.
კოსმეტოლოგიაში – პარაფინი ბევრი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში შედის. ის შეგიძლიათ მასაჟის დროს გამოიყენოთ. კანს კარგად არბილებს.
- წამწამების გაძლიერება – ზეთი ბამბის ჩხირს წაუსვით. ჯერ ზედა წამწამები დაიმუშავეთ, შემდეგ – ქვედა წამწამები. ზედმეტები მოიშორეთ, რომ წებოვანი გოროხები არ დარჩეს. ასეთი პროცედურა სჯობს ღამით ჩაიტაროთ, დილით უბრალოდ თბილი წყლით დაიბანეთ.
- თმის მოვლა – ვაზელინის ზეთი თმას რბილს და ხავერდოვანს ხდის. ბირკავას ან ზეითუნის ზეთთან ერთად განსაკუთრებით ეფექტურია. ასევე შეგიძლიათ ეთერზეთი, მაგალითად, ლავანდის ან პიტნის დაუმატოთ. ნარევი თმაზე წაისვით და 1 საათში ჩამოიბანეთ.
- ტუჩის მოვლა – ზამთარში ზეთი მოყინვისა და აქერცვლისგან დაგიცავთ. ტუჩებზე ხელით წაისვით. ტუჩები დარბილდება და საკმარისად დატენიანდება.
- სხეულის სხვა ნაწილი – ზეთი შეგიძლიათ ტერფებში, იდაყვებსა და ქუსლებში შეიზილოთ. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადა კანი ძლიერ იქერცლება ან ჭრილობები და ნახეთქები გაქვთ. ზეთი ხელის თითებზე წაისვით და სრულ შეწოვამდე შეიზილეთ.
- ნაოჭების წინააღმდეგ – ალოეს ფოთლების წვენს ვაზელინის ზეთი დაუმატეთ და ნიღაბი გაიკეთეთ. 15 მლ წვენს 1 ჩ/კ ვაზელინის ზეთი დაუმატეთ. კანზე წაისვით, 20 წუთში ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
- მათეთრებელი ნიღაბი – ლიმონის წვენი + არაჟანი + ზეთი. სახეზე წაისვით და 1 საათით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ნარჩენები ბამბის დისკით მოიშორეთ ან უბრალოდ წყლით ჩამოიბანეთ.
ძირმაგარა და აბსცესები – დაგჭირდებათ 25 გრ ყვითელი ცვილი, 1 ს/კ ვაზელინის ზეთი, 0,5 ჭიქა სიმინდის ან ზეითუნის ზეთი, მენთოლის ფანქარი და 1 ს/კ გულყვითელას ნაყენი. სუსტ ცეცხლზე ცვილი, მენთოლის ფანქარი გაადნეთ და სიმინდის ზეთი დაუმატეთ. როცა ნარევი ადუღდება, ცეცხლიდან გადმოდგით, გააგრილეთ, ვაზელინის ზეთი და გულყვითელა დაუმატეთ. კარგად შეანჟღრიეთ და აბსცესზე წაისვით.
კატებისა და ძაღლებისთვის – გამოიყენეთ მაშინ, როცა შინაურ ცხოველს ყაბზობა აწუხებს. ცხოველს 15 მლ ზეთი შპირიცით დაალევინეთ. ზეთი ყოველ 4 საათში, მაქსიმუმ 5–ჯერ დღეში შეგიძლიათ მიაწოდოთ.
უკუჩვენებები – ჰიპერმგრძნობელობა, მუცლის ღრუს ანთებითი პროცესები, ნაწლავური სისხლდენა, ნაწლავური გაუმტარობა, ცხელების სინდრომი, ორსულობა.
ვაზელინის ზეთი უნივერსალური და იაფი საშუალებაა, რომელიც ნებისმიერ სფეროში ეფექტურად მოქმედებს.