ბუნება საუკუნეების განმავლობაში მცენარეების სახით წამლებს გვაძლევს. ერთ–ერთი ასეთი ბუნების საჩუქარია ორტილია ცალმხრივი (ბოროვაია მატკა). ბალახი პატარა ტოტებით და ფოთლებით წიწვოვან ტყეებში სხვა ბალახებს შორის გვხდება. სამკურნალოდ როგორც ახალი, ასევე ხმელი ფოთლები და ტოტები გამოიყენება.„ეს ბალახი არაერთხელ მომიმზადებია, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სამკურნალოა. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში სამსახურში წარმოუდგენელ სიმძიმეებს ვწევდი, თან შარდის ბუშტის, თირკმლების ანთება დამემართა, მალე ძლიერი სიმძიმე და მარცხენა გვერდში ტკივილი ვიგრძენი. გამოკვლევამ აჩვენა, რომ თირკმლის დაწევა და შარდის ბუშტის ძლიერი ანთება მაქვს. რით არ ვიმკურნალე, მაგრამ არ მიშველა. უბრალოდ არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. შემდეგ ბალახებით მკურნალობა დავიწყე. ორტილიას ნაყენი გავაკეთე (50 გრ დაქუცმაცებულ ბალახს 0,5 ლ არაყი დაასხით და 2 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ) და თითო ჩაის კოვზს დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე ვსვამდი. როცა 1 ლ საშუალება დავლიე, 2 კვირით შევისვენე. ამ პერიოდში მსხალიჭას ბალახის, წითელი მოცვის ტოტების და ფოთლების, წყლის მარწყვა–ბალახის ფესვების ჩაებს ვადუღებდი და ვსვამდი. ისინი თირკმლებს კარგად წმენდენ, ასევე მარილების ნალექებს აშორებენ. შესვენების შემდეგ 1 ლ ბოროვაია მატკას ნაყენი დავლიე და ჩემი ტანჯვა დამთავრდა.“
ბოროვაია მატკა უნაყოფობას (ცოლ–ქმარი ნაყენის ან ნახარშის სახით სვამს), საშვილოსნოს ფიბრომას, პროსტატიტს კურნავს, სისხლდენის, საშვილოსნოს მილების გაუვალობის, მასტიტის და ორქიტის (კაცებში სათესლე ჯირკვლების ანთება) დროს სვამენ. თუ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, დრო არ დაკარგოთ, ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, შემდეგ ორტილია იპოვეთ, მისგან ნაყენი ან ნახარში მოამზადეთ და იმკურნალეთ. ნაყენის მოსამზადებლად 10 გრ ბალახს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით და 15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და თითო სუფრის კოვზი დღეში 3–4–ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე 2–4 კვირა დალიეთ. აუცილებლობის შემთხვევაში 1 თვეში კურსი გაიმეორეთ. ჩვეულებრივ, მინიმუმ 2 ლ ნაყენი უნდა დალიოთ.
რას კურნავს ორტილია ცალმხრივი – მცენარე ანთებითი ხასიათის გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ ეფექტურია. მას იღებენ საშვილოსნოს ფიბრომას ძლიერი სისხლდენის დროს, საშვილოსნოს ყელის ეროზიის, ინფანტილიზმის, მენსტრუაციული ციკლის დარღვევის, ტოქსიკოზის დროს. უნაყოფობის დროს კარგია. ქალის სასქესო ორგანოების სიმსივნის დროს სამკურნალო კომპლექსში ხშირად რთავენ. მცენარე გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება ცისტიტის და თირკმლების დაავადებების (ნეფრიტი, პიელონეფრიტი) დროს. სხვათა შორის, მხოლოდ ქალური ბალახი არაა, პროსტატიტსაც კურნავს. თუ ასეთი ღირებული საშუალება არ დაგენანებათ, ბუასილსაც განკურნავთ.
- საშვილოსნოს ფიბრომა. 1 ს/კ ბალახს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 5 წუთით ხარშეთ. 1 საათით დააყენეთ. 2–3 ს/კ საშუალება დღეში 3–ჯერ, ჭამამდე დალიეთ. ნახარში საშვილონოს ყელის ეროზიის დროს შეგიძლიათ შესასხურებლად გამოიყენოთ.
- მილების ანთება. მილების ანთება, რომელსაც თან ახლავს წებოვანი პროცესი, 30-40 წვეთი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ. ქილის მესამედი ბალახით გაავსეთ, ბოლომდე არაყი დაასხით და 4-5 კვირა დააყენეთ. სამკურნალო კურსი 2–3 კვირიდან რამდენიმე თვემდე – დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. თუ მილების ანთებითი პროცესი წელიწადზე მეტხანს გრძელდება, დაავადების ყოველ წელზე 200-250 მლ ნაყენი მიიღეთ – ყოველდღე 3-5 მლ. პირველი 1–2 თვე ნაყენს მსხალიჭას ბალახი შეგიძლიათ დაუმატოთ. 1 ჩ/კ მსხალიჭას ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით დააყენეთ და 1/3 ჭიქა ნაყენი 30-40 წვეთ ორტილია ცალმხრივას ნაყენთან ერთად მიიღეთ.
- უნაყოფობა. იგივე რეცეპტი – 30-40 წვეთი ნაყენი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე. მსხალიჭას ნაყენთან ერთად შეგიძლიათ დალიოთ.
- საკვერცხეების პოლიკისტოზი. 30-40 წვეთი ბოროვაია მატკას ნაყენი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 0,3-1 საათით ადრე დალიეთ.
- ტოქსიკოზი ორსულობის დროს. 30 წვეთი ნაყენი 1 კოვზ წყალთან ერთად ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.
უკუჩვენებები: ორტილია ცალმხრივი ტოქსიკური მცენარე არაა, მაგრამ მისი ხანგრძლივად მიღება არასასურველია ნაწლავების ატონიის, სისხლის მაღალი სიბლანტის დროს. სათანადო ზომები მიიღეთ, რომ ნაწლავების მოძრაობა და სისხლის ფორმულა გაუმჯობესდეს.