„მზიურას ღვინის რეცეპტი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ერთ–ერთ სტატიაში წავიკითხე სათაურით „მზიურის ღვინის შესახებ, რომელიც ფეხს არ მოგკვეთთ, არამედ ფეხზე დაგაყენებთ. მკითხველი ნინა არლოვა წერდა, თუ როგორ მკურნალობდა თავის ართროზს. ბევრ საშუალებას იყენებდა, მათ შორის მზიურას ღვინოს სვამდა. სხვათა შორის, პირადად, მზიურას ღვინის რეცეპტი გაზეთიდან ამოვწერე, სადაც ერთ–ერთ სპორტსმენი წერდა, რომ ზედმეტი გადატვირთვის გამო ფეხზე ვეღარ დგებოდა. მზიურას ღვინო, რომელიც თავად გააკეთა, დაეხმარა და ახლა თავს უკეთ გრძნობდა.არლოვაც ღვინით მკურნალობდა, რეცეპტი მივწერე. ართორიზი მაწუხებს, ამიტომ რეცეპტს ჩავეჭიდე. თავიდან, თითქოსდა ყველაფერი სწორად გავაკეთე და წერილი არლოვს გავუზიარე. ყველაფერი დაბლოკა, გამაკრიტიკა და მოვიწყინე. აღარ დავლიე, თუმცა გადაგდებაც დამენანა. ვიფიქრე, მაინც იყოს. სადღაც ერთი წელი ასე მომიწია შენახვა მინის ბოთლებში, ბოლომდე ავსებული და პლასტმასის თავსახურებით კარგად დაცული.ექიმებთან დავდიოდი, გულის მიდამოში ბეჭების ქვეშ ტკივილს ვუჩიოდი. ყველა ერთხმად იძახდა, რომ ეს ოსტეოქონდროზი იყო. მედიკამენტები დამინიშნეს, მაგრამ არ ვყიდულობ, არ ვსვამ. არ მჯერა. ახლა ბევრი ფალსიფიცირებული მედიკამენტი იყიდება. მაშინ გამახსენდა, რომ მზიურას ღვინო სახლში ტყუილად იდო და ხომ არ გამესინჯა? სუფრის კოვზობით დალევა დავიწყე. ნორმალური იყო! 50 გრამის დალევა დავიწყე, როგორც რეცეპტში ეწერა, – ნორმალური იყო. სუსტი გრადუსი აქვს, ოდნავ მწარეა. თავიდან ფეხებში ცოტა მბიძგა, მაგრამ შემდეგ ამასაც ვერ ვგრძნობდი. ვსვამდი და ორგანიზმს ვაკვირდებოდი. პირველი 10 დღე ცვლილებები არ ყოფილა. მოგვიანებით განწყობა გაუმჯობესდა. სახსრები ნაკლებად ხრაშუნობდა, სიარული გამიმარტივდა. 2 კვირაში მარცხება ბეჭის ქვეშ ტკივილი შემცირდა. გავიშალე. შედეგი იგრძნობოდა. 15-18 დღეში სიმთვრალეს საერთოდ ვერ ვგრძნობდი და ადვილი დასალევი გახდა. ვფიქრობ: რა არის 50 გრ? მხოლოდ 2 ყლუპი კარგია. პირდაპირ ბოთლიდან ვსვამ, როგორც ალკოჰოლიკი.უფრო მეტის დალევა, მაგალითად, სამი ყლუპის (ეს უკვე 70-75 გრ) დალევა და ორგანიზმზე დაკვირვება გადავწყვიტე. დავლიე და ვფრინავ! ასეთი სიმსუბუქე ჩნდება. გულისცემის გამოტოვება მქონდა, იშვიათი, მაგრამ ჯიუტი. ახლა აღარ მაქვს. გულისცემას ვითვლი, ვამოწმებ და ნორმალურია. ბეჭების ქვეშ აღარ მჩხვლეტს. სხვებთან ერთად დასვენების დღეებში ლაშქრობაზე დავდივარ და გუნდს უკან არ ვრჩები. სხვათა შორის, 13 აგვისტოს 69 წელი შემისრულდა. ბუნებრივია, იმდენად დაბალი პენსია მაქვს, რომ მუშაობას ვცდილობ: შპალერის გაკვრა, სახლის დალაგება. ცხოვრება მსურს. ასე პირველად 26 დღეში 6 ლ მზიურას ღვინო დავლიე. ვფიქრობდი, რომ შედეგი სამუდამო იყო! 1 წელი აღარ დამილევია. შემდეგ სახსრების ტკივილმა კვლავ შემაწუხა, ჯგუფს უკან ვრჩებოდი. კვლავ ღვნოს გაკეთება და დალევა გადავწყვიტე. მზიურა თავად მოვიმარაგე, საკმარისად იპოვით, მთავარია, არ დაგეზაროთ.
მართალია, ცოტა შრომატევადია, მოგიწევთ მოძებნოთ, ამოთხაროთ, გარეცხოთ, ოდნავ შეაშროთ, დანით დააქუცმაცოთ, გააშროთ და შემდეგ ღვინო გააკეთოთ. ეს წვალება გამართლებულია! სულ ასეთი ღვინო 4-ჯერ, 4-5 ლ დავლიე. ყოველი კურსის შემდეგ 3 თვე ვისვენებ და კვლავ ვიმეორებ.გადავწყვიტე, რომ ღვინო სიცოცხლის ბოლომდე დავლიო, რომ ართროზმა აღარ შემაწუხოს. ცოტა თავს შევიქებ: გასულ წელს 31 დეკემბერს ბეშთაუს მთაზე ავედით, ძველ წელს დავემშვიდობეთ და ახალს შევხვდით. დილით ადრე გავედით და 2–3 დღეში უკვე სახლში ვიყავით. მთა ზღვის დონიდან 1401 მ სიმაღლისაა. მახსოვს ქარი ქროდა, ზემოთ ნამდვილი ქარიშხალი იყო. გვაქცევდა, სტვენდა, ყმუოდა, მაგრამ მაინც ჯიუტად წინ მივიწევდი. როცა მთიდან ქვემოდან დავეშვი, მივხვდი, რომ გულს ერთხელაც არ შევუწუხებივარ! ეს ნამდვილი საოცრებაა!“ – წერს მკითხველი, რომელმაც ართროზის ტკივილები მზიურას ღვინის სამკურნალო კურსით დაივიწყა.
Vivien გიზიარებთ მზიურას ღვინის მომზადების რეცეპტს: ხუთლიტრიან ქილაში 1 მუჭა დაქუცმაცებული მზიურას ფესვები ჩაყარეთ, 100 გრ საფუარი და 0,5 ლ თაფლი დაუმატეთ. ცივი ანადუღარი წყალი დაასხით და თავსახური დაახურეთ. სქელი ქსოვილი შემოახვიეთ. 2 კვირით ბნელ ადგილას დუღილისთვის გააჩერეთ. გათბობის ბატარეებთან არ დადოთ. როცა დუღილი დასრულდება, ღვინო გადაწურეთ და მაცივარში შეინახეთ. 50 გრ სასმელი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ორმაგი დოზა შეგიძლიათ გააკეთოთ, ანუ ათლიტრიან ქილაში 2 დიდი მუჭა მზიურა ჩაყარეთ, 100 გრ საფუარი (ეს საკმარისია) და 1 ლ თაფლი დაუმატეთ. ცივი ანადუღარი წყალი დაასხით და დუღილისთვის გააჩერეთ. დუღილს სწრაფად იწყებს, 5-6 დღე კარგად დუღს. შემდეგ წყნარდება და 10 დღის შემდეგ უკვე წყვეტს. 2 კვირა გააჩერეთ. ღვინო გაღიავდება, ნალექი ბოთლის ძირში დაილექება. შლანგით გადმოასხით, როგორც მეღვინეები ღვინოს. ნალექი გადაასხით, ის მწარეა და ცუდი სუნი აქვს. ღვინო სუფთა მინანქრის ვედროში ჩაასხით და შემდეგ ლიტრიან ბოთლებში გადაანაწილეთ. პლასტმასის თავსახურავი დაახურეთ. ბოლომდე გაავსეთ, რომ ჰაერი არ დარჩეს. მაცივარში შეგიძლიათ არ შეინახოთ.
გაითვალისწინეთ! როცა მზიურას ღვინოს სამკურნალო საშუალებად იღებთ, სხვა სპირტიანი სასმელის დალევა არ შეიძლება. სამკურნალო საშუალება ისე მოქმედებს, როგორც ღვინო. ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.