მიზანი მაქვს, რომ ბეჰტერევის დაავადებას არ შევუშინდე და ფეხზე დავდგე

742

Vivien გიზიარებთ ერთ–ერთი მკითხველის პირად გამოცდილებას, რომელსაც ბეჰტერევის დაავადება აქვს და სამკურნალოდ სხვადასხვა ვარჯიშებს და ხალხურ საშუალებებს იყენებს.„ბეჰტერევის დაავადებამ ლოგინს მიმაჯაჭვა. ხელის და ფეხის ნებისმიერი მოძრაობა ტკივილს იწვევდა. უძილო ღამეები, დეპრესია მაწუხებდა. გამოჯანმრთელებისკენ გზა მარტივი ვარჯიშებით დავიწყე. ვიცოდი, რომ მოძრაობა სიცოცხლეა, მაგრამ ყველაფერი ზომიერად არის კარგი. დილით მთელ სხეულში ისეთ შებოჭილობას ვგრძნობდი, რომ ზურგზე მორივით ვიწექი. ვარჯიშს თითების მუშტების შეკვრა–გაშლით, ფეხის თითების შეკვრა–გაშლით, ხელის მაჯისა და ფეხის ტერფების წრიული მოძრაობით ვიწყებდი. შემდეგ ფეხის თითებს ვწელავდი. დასვენება – ხელის, სახის, ყურის, ყელის, მხრების სახსრების თვითმასაჟი. კვლავ ფეხების მასაჟი. თავიდან ერთი ფეხით მკერდთან მიმქონდა, ზოგჯერ ხელით ვეხმარებოდი. შემდეგ ფეხებს მუხლებში ვხრიდი და მარჯვნივ და მარცხნივ ბრუნებს ვაკეთებდი. ამის შემდეგ როგორც იქნა ერთ ფეხს ზემოთ ვწევდი. შესვენების დროს ხერხემლისთვის სასიამოვნო ვარჯიშებს „ოქროს თევზს“ ვასრულებდი: ზურგზე დაწოლილი, ხელები ტანის გასწვრივ, ფეხები დაჭიმული. ტალღისებრი მოძრაობები სრულდება, როგორსაც მცურავი თევზი აკეთებს. დღეში 2-3–ჯერ ვარჯიშობდი. საკუთარ თავზე ვმუშაობდი: ცუდ ფიქრებს ვიშორებდი, კარგზე ფიქრს ვცდილობდი, ფანჯარასთან წვიმით ვხარობდი, ვმღეროდი.სადღაც ერთ თვეში ადგომა შევძელი. არ დავმალავ, მტკივნეული იყო, მაგრამ ნაბიჯებს ვდგამდი. თანდათან ტიბეტური ვარჯიშები დავამატე. გამწვავებებიც ხდებოდა და ამ დროს ყველაფერს ვაჩერებდი და შემდეგ თავიდან ვიწყებდი.

ბოლოს, არყის და ზეთის ნარევის დალევა გადავწყვიტე. პირველივე დალევაზე ჩემი ორგანიზმი თითქოს შეირყა. რა თქმა უნდა, სასიამოვნო დასალევი არაა, მაგრამ რას არ გააკეთებთ გამოჯანმრთელებისთვის! პირველ წელს ზედიზედ 3 კურსი ჩავიტარე – 5 თვე, ვცდილობდი, რძე–მცენარეული დიეტა დამეცვა. ამ დროში წნევა დამირეგულირდა (დაბალი მქონდა), ნაწლავები საათივით ამუშავდა, მადა გაიზარდა და ლოყებს ფერი მიეცა, თავბრუსხვევა და დეპრესია გაქრა. თმის ცვენა შეფერხდა, უფრო მეტიც, ზრდა გაძლიერდა, სახიდან პიგმენტური ლაქები გაქრა, მანამდე 20 წელი მათ მოშორებას ვერ ვახერხებდი. რაც ყველაზე მთავარია, ფიზიკური შებოჭილობა ნელ–ნელა უკან იხევდა, მარტივად ვარჯიშობდი, მუცელზე თავისუფლად ვწვებოდი. სახლსა და ქუჩაში ჯოხებით გადაადგილებას ვახერხებდი, თუმცა ნარევის მიღებისას მუხლები ძლიერ დამისივდა, ასევე მენჯბარძაყის და მხრების სახსრები მტკიოდა.6 თვით შევისვენე, რომ სხვა რეცეპტები მეცადა. ყურადღება მივაქციე ნ.მაზნევის ერთ–ერთ სტატიას „პირისპირ ბეჰტერევის დაავადების წინაშე“. მისი მეთოდის გამოცდა ძალიან მსურდა, მაგრამ ამისთვის ჯერ პირობები და შესაძლებლობები არ მაქვს, რომ ამდენი ბალახი და თივის მტვერი შევაგროვო. ვაჟთან ერთად ვცხოვრობ. სახლში წყალი ახლახანს გავიყვანეთ, აბაზანას ვაშენებთ. შესაძლოა, შემოდგომაზე მაზნევის მეთოდით მკურნალობა შევძლო. მანამდე სემენოვის მეთოდით ორგანიზმის გაწმენდა ვცადე. მხოლოდ ღვიძლი არ გამიწმენდია, რადგან ნაღვლის ბუშტში დიდი ქვა (20 მმ) მაქვს. კენჭების დასაშლელად ყველა რეცეპტი და რეკომენდაცია ამოვწერე. სახსრებისთვის მრავალი ნახარში და შესაზელი გამოვცადე.გასულ შემოდგომას მხრების სახსრები ერთი საშუალებით ვიმკურნალე. სახსრები მტკიოდა, დღე და ღამე იყინებოდა, ფუმფულა თავშალიც არ ათმობდა. ადრე იასამნის, ოქროს ულვაშის ნაყენს ვიზელდი, ბოლოკის და თაფლის საფენებს ვიდებდი, მაგრამ ერთ თვეში სახსრები თავის მტანჯველ ფირფიტას რთავდა.

აი, რევმატიზმის საწინააღმდეგო შესაზელი: ახალი მიწის ჭიები ამოთხარეთ, მინის ქილაში მოათავსეთ, არაყი ან სამოგონი დაასხით ისე, რომ ჭიების მხოლოდ ზედა ფენა დაფაროთ. ქილებს ქაღალდი (ხუფი არა!) დაახურეთ და თასმით შეკარით. რამდენიმე დღე მზეზე გააჩერეთ (8 დღე გავაჩერე).მიღებული საშუალება (საშინელი სუნი აქვს) მტკივნეულ სახსრებში დღეში ერთხელ, საღამოს, ძილის წინ შეიზილეთ. მხრების, მენჯ–ბარძაყის, მუხლების და იდაყვების სახსრებში, ხერხემალში იმდენს ვიზელდი, რამდენიც შემეძლო. მთელი ღამე სახსრებში სასიამოვნო სითბოს ვგრძნობდი, კარგად მეძინა, ტკივილით არ ვიღვიძებდი. მეორე დღეს ხელს თავისუფლად ვამოძრავებდი.ალბათ, იმისთვის, რომ ხელის აწევა შევძლო, 12 დღიანი მკურნალობა (ამდენ ხანს საშუალება მეყო) საკმარისი არაა. კიდევ ერთი დავაყენე, მაგრამ ღრუბლიანი ამინდები დაიჭირა და საშუალება არ გამომივიდა. მზე რეცეპტის აუცილებელი პირობაა.აი, მზიან დღეებს ველოდები, რომ ხალხური საშუალება კვლავ მოვამზადო. 47 წლის ვარ. მიზანი დავისახე, რომ ფეხზე დავდგე და არავითარ შემთხვევაში არ დავნებდე.”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს