პროპოლისით ვარიკოზს, თრომბოფლებიტს და ათეროსკლეროზს ვმკურნალობ

906

პროპოლისი უნიკალური ფისოვანი არომატული ნივთიერებაა, რომელსაც ფუტკრები ალვის, ტირიფის, არყის, ნაძვის, სოჭის, ფიჭვის, ცხენის წაბლის კვირტებიდან აგროვებს. პროპოლისს ძალიან ბევრი დაავადების დროს იყენებენ. Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ პროპოლისი ათეროსკლეროზის, თრომბოფლებიტის და ვარიკოზის, ასევე ღრძილების დაავადებების სამკურნალოდ.

ათეროსკლეროზი – ათეროსკლეროზის სამკურნალოდ და პრევენციისთვის პროპოლის–ნივრის ბალზამი მოამზადეთ. დაგჭირდებათ 30 მლ პროპოლისი (10% სპირტიანი ექსტრაქტი), 200 გრ ნიორი და 50 გრ ფუტკრის თაფლი. პირველ რიგში, ნივრის ნაყენი მოამზადეთ. ახალ დაქუცმაცებულ ნივრის მასას (ნივრის კბილები ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გაატარეთ), 200 მლ 96%–იანი სპირტი დაასხით და მუქი მინის ბოთლში ჩაასხით. ნაყენი 10-12 დღე ბნელ ადგილას დააყენეთ, გაფილტრეთ, ფუტკრის თაფლი, 10%–იანი პროპოლისის სპირტიანი ექსტრაქტი დაუმატეთ და თაფლის სრულად გახსნამდე აურიეთ. კიდევ 2-3 დღე გააჩერეთ. 50 მლ რძეს ცხრილის მიხედვით საშუალების რამდენიმე წვეთი დაუმატეთ და ჭამამდე 20–30 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ დალიეთ.

პროპოლისი–ნივრის ბალზამის დოზირება

მე–11 დღიდან პრეპარატი 25 წვეთობით დღეში 3-ჯერ თვის ბოლომდე დალიეთ. შემდეგ 5 თვე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.პრეპარატს ათეროსკლეროზის დროს შესანიშნავი სამკურნალო და პროფილაქტიკური ეფექტი აქვს. ორგანიზმს ათეროგენული ცხიმებისგან წმენდს, არტერიების მოქნილობა ზრდის, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. ათეროსკლეროზის უკუ განვითარება შეიმჩნევა, სტენოკარდიის და ინფარქტის პრევენცია ხდება. საშუალება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, ქრონიკული ენტეროკოლიტის, ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, მწვავე რესპირატორული დაავადებებისკენ მიდრეკილებების დროს სასარგებლოა. პროპოლისი–ნივრის ბალზამი ორგანიზმის დაცვის უნარს ზრდის და ახალი წარმონაქმნების განვითარებას ხელს უშლის (განსაკუთრებით ეფექტურია წინასიმსივნური მდგომარეობის დროს, მაგალითად, კუჭის წყლულოვანი დაავადების და ქრონიკული ანაციდური გასტრიტის, წყლულოვანი კოლიტის დროს და ა.შ.)

ათეროსკლეროზის სამკურნალოდ რეკომენდებულია შემდეგი ნარევი: 100 მლ პროპოლისი (20% სპირტის ნაყენი), 20 გრ მზიურას ფესვი, 100 მლ სპირტი. თავდაპირველად მზიურას ნაყენი მოამზადეთ. ხმელი დაქუცმაცებული ფესვი მუქი ფერის ბოთლში ჩაყარეთ, სპირტი დაასხით, 20 დღე ბნელ ადგილას დააყენეთ და გადაწურეთ. მზიურას მზა ნაყენი 20%–იან პროპოლისის სპირტიან ნაყენს აურიეთ და 25-30 წვეთი საშუალება დღეში 2-3-ჯერ დალიეთ. პრეპარატი ფლტვების და კუჭ–ნაწლავის დაავადებების დროსაც ეფექტურია.ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, თავბრუსხვევის, გახშირებული გულისცემის, ჰიპერტონიის, ძილის დარღვევის დროს რეკომენდებულია შემდეგი ნარევი: 1 ნაწილი პროპოლისი (20%–იანი სპირტის ნაყენი) და 1 ნაწილი კუნელი (სააფთიაქო ნაყენი) აურიეთ და 20-30 წვეთი საშუალება დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ. პრეპარატს გამოხატული ანტისკლეროზული მოქმედება აქვს, გულის კუნთების ტონუსს ზრდის, სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, გულის რიტმს არეგულირებს, ძილს არეგულირებს, არტერიულ წნევას ამცირებს.

ვენების დაავადება – პერიფერიული ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში ხალხური მედიცინა გირჩევთ შემდეგ საშუალებას. პროპოლისი (20%–იანი ნაყენი –10-30 წვეთი სპირტიან–წყლიანი ემულსია), 1 ჭიქა რძე, ჩაი. პროპოლისი ჩაისთან ან რძესთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. რეკომენდებულია, 15-20 დღე მიიღოთ. სამკურნალო კურსი ყოველ 3-4 თვეში გაიმეოროთ.ტროფიკული წყლულების დროს ხალხური მედიცინა გირჩევთ პროპოლისის მალამო ყვავილის მტვერთან და შემდეგ სამკურნალო მცენარეებთან ერთად გამოიყენოთ: 20 გრ ორკბილა (ბალახი), 20 გრ კრაზანა (ბალახი), 15 გრ ძირტკბილა (ფესვები), 15 გრ ქინძი (ნაყოფი), 10 გრ გვირილა (ყვავილები), 10 გრ სელიჭა (ბალახი), 10 გრ ბერულა (ბალახი). 2-3 ს/კ ხმელი დაქუცმაცებული ნარევს თერმოსში 0,5 ლ ცხელი წყალი დაასხით, 2-3 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 0,5 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ თრომბოფლებიტის ფონზე ტროფიკული წყლულების დროს. ამ სამკურნალო მცენარეების ნაკრები სისხლის შედედებას ამცირებს და ტროფიკული წყლულების შეხორცებას ხელს უწყობს. სამკურნალო კურსი: 1–2 თვე. ამავდროულად, რეკომენდებულია მცენარეულ ზეთზე დაფუძნებული 50%–იანი პროპოლისის მალამოს საფენები გაიკეთოთ და 0,5-1 ჩ/კ ყვავილის მტვერი დღეში 2-3-ჯერ მიიღოთ.ვარიკოზულ–ტროფიკული წყლულების დროს პროპოლისის მალამო რეკომენდებულია. 50 გრ კარაქი და 10-15 გრ წინასწარ გამდნარი პროპოლისი აურიეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და ძალიან სუსტ ცეცხლზე 5-7 წუთით გააჩერეთ, რომ პროპოლისი მაქსიმალურად დაიშალოს. ცოტა გააგრილეთ და სუფთა საწურში ან მარლაში გადაწურეთ. გამოიყენეთ, როგორც მალამო – მტკივნეულ ადგილას წაისვით.

ყელის, პირის ღრუს და კბილების დაავადებები – ანგინის, ფარინგიტის, მწვავე ქრონიკული ტონზილიტის სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია პროპოლისის და ბალახების ნაყენი გამოივლოთ. დაგჭირდებათ 40 წვეთი პროპოლისი (20%–იანი სპირტიანი ნაყენი), 30 გრ მრგვალი ევკალიპტის ფოთლები, 25 გრ სააფთიაქო გვირილას ყვავილები, 25 გრ წვრილფოთლოვანი ცაცხვის ყვავილები, 20 გრ სელის თესლი. ბალახები აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, წყლის ორთქლზე 15 წუთით სახურავის ქვეშ გააჩერეთ, 30-40 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 20%–იანი პროპოლისის სპირტიანი ნაყენი დაუმატეთ და დღეში 4-5-ჯერ სავლებად გამოიყენეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს