ნივრის ნაყენს ვსვამ და გული აღარ მტკივა, თავი არ ზუზუნებს

2605

Vivien გიზიარებთ ნაყენის რეცეპტს, რომელიც სტენოკარდიის და მიტრალური სარქველის გულის უკმარისობის დროს დაგეხმარებათ. 30 გრ ნიორი გაასუფთავეთ, ხორცსაკეპ მანქანაში 3-ჯერ გაატარეთ, 200 გრ მასა ცალკე გადადეთ (ქვემოდან აიღეთ, სადაც მეტი წვენია), 200 მლ 96%–იანი სპირტი დაასხით. ჰერმენტულად დაახურეთ და 10 დღე ბნელ გრილ ადგილას შეინახეთ. სქელ ქსოვილში გადაწურეთ, კარგად გაწურეთ და ნაყენი მზადაა. 300-350 მლ რძეში თითო წვეთის გაზავებით დაიწყეთ. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ, ყოველჯერზე თითო წვეთით გაზარდეთ და ასე 25 წვეთამდე ადით. ამის შემდეგ თითო წვეთობით კლება დაიწყეთ, სანამ ერთ წვეთამდე არ შეამცირებთ. სამკურნალო კურსი: 16 დღე. 5 წელში შეგიძლიათ გაიმეოროთ. ნაყენი სისხლძარღვებს ცხიმოვანი ნარჩენებისგან წმენდს, მოქნილს ხდის, ინფარქტის, სტენოკარდიის, დამბლის პრევენციას ახდენს, ყურებში შუილს აქრობს, მხედველობას აღადგენს.

გულ–სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობა ნივრით – ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ–მდე 1550 წლის წინ ძველი ეგვიპტელები ნიორს გულის დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ, ხოლო დიოსკორიდი, რომაული კარაბადინის ავტორი, თავის ხელნაწერებში წერს, რომ ნიორი არტერიებს წმენდს. საოცარია, რომ 2 ათასი წინ არსებობდა ზუსტი რეკომენდაციები მანან, სანამ ათეროსკლეროზის პროცესის გაგებას შეძლებდნენ. წინაპრები მართლები არიან. გულ–სისხლძარღვთა დაავადებები ჩვენი ყოველდღიურობაა. სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს სტრესი აწუხებს, ინფარქტისა და გულის შეტევისგან კვდება.

  • ინფარქტის და ინსულტის გაჩენის მიზეზები – ძირითადად, ამას ათეროსკლეროზის დაზიანება იწვევს, როცა სისხლძარღვები დაგროვებული ქოლესტერინით იბლოკება, რის გამოც კედლები ვიწროვდება და წნევა იზრდება. ინფარქტი იწვევს იმას, რომ სისხლძარღვებში თრომბი წარმოიქმნება, ხოლო თუ ერთ–ერთ არტერიას დაბლოკავს, გულის კუნთებში სისხლის მიწოდება შეწყდება, რაც ლეტალურად შეიძლება დასრულდეს. ინსულტის დროს ასეთი თრომბი ბლოკავს არტერიას, რომელიც ტვინს სისხლით კვებავს და მაშინ ტვინის ქსოვილები ჟანგბადის დეფიციტის გამო ზიანდება. ამ დროს სრული ან ნაწილობრივი დამბლა ხდება, ასევე გარდაცვალება გამორიცხული არაა.სისხლძარღვების კედლებზე ქოლესტერინის დაგროვების პროცესი საკმაოდ რთულია. მისი ფოლაქები იზრდება, როცა არტერიების კედლებზე მცირე დაზიანება უკვე არის. ის ცხიმოვან დაგროვებაში იჟანგება და ფოლაქი იზრდება. ამ დროს სისხლის გასასვლელი მცირდება, რაც ქოლესტერინის კიდევ უფრო მეტად დაგროვებას ხელს უწყობს. სისხლის შედედების შესამცირებლად და თრომბის თავიდან ასაცილებლად ექიმები ათეროსკლეროზის დროს ასპირინს ნიშნავენ, რომელიც სისხლს ათხელებს. ათეროსკლეროზს თან ახლავს არტერიული წნევა, რაც არტერიებს ნაკლებად მოქნილს ხდის, ანუ კედლებზე ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნის უნარს ზრდის.ადამიანს ეს საშინელი დაავადება რომ მოაშოროთ, ხელთ უნდა გქონდეთ მედიკამენტი, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ცხიმოვან დაგროვებაში მის დაჟანგვას ამცირებს და არტერიულ წნევას ამცირებს. ასევე სისხლს ათხელებს, რაც თრომბის წარმოქმნას შეუძლებელს ხდის. ასეთი იდეალური საშუალება ნიორია, რადგან ყველა ამ თვისებას ფლობს.
  • სისხლში ქოლესტერინის შემცირება – ქოლესტერინი ორგანიზმის ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც ნორმალური არსებობისთვის გვჭირდება, მაგრამ გადაჭარბებული რაოდენობა განწყობაზე ცუდად აისახება. ქოლესტერინი თირკმლებში წარმოიქმნება, ხოლო ნივრის გამოყენება მის წარმოებას ამცირებს, ამის გამო საერთო რაოდენობა მცირდება. ქოლესტერინის დონის შესამცირებლად შეგიძლიათ ნიორი სხვადასხვა სახით მიიღოთ. მაგალითად, ნივრის ფხვნილი, ნივრის ექსტრაქტი, ნივრის ზეთი, ახალი ნიორი. საკმარისია, ყოველდღიურ რაციონში ნახევარი ან 1 კბილი ნიორი ჩართოთ და ცოტა ხანში შვებას იგრძნობთ, რადგან მცირე დოზაც სისხლში ქოლესტერინის დონეს 1 %–ით ამცირებს. ნივრისგან დაუყონებლივ რეაქციას არ ელოდოთ. მინიმუმ 1 თვე მაინც უნდა გავიდეს, სანამ დადებით შედეგს იგრძნობთ.რით არის ნიორი უკეთესი სინთეტიკური გზით მიღებულ სამკურნალო პრეპარატებთან შედარებით? ასეთი პრეპარატები სისხლში ქოლესტერინს ამცირებენ, მაგრამ კონცენტრაციასა და რეაქციის სიჩქარეზე უარყოფით გავლენას ახდენენ. ნიორს მსგავსი გვერდითი ეფექტები არ აქვს, ამასთან რიგი ღირსებები გააჩნია, რადგან გულის დაავადებების სხვა რისკ–ფაქტორებსაც და არტერიულ წნევას ამცირებს. გთავაზობთ რეცეპტს, რომლის გამოყენებით ათეროსკლეროზთან ბრძოლას შეძლებთ. 1 კბილი გახეხილი ნიორი ნახევარ გახეხილ ვაშლს აურიეთ. 1–2 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ დალიეთ.
  • ცხიმის დაჟანგვის შემცირება – ნიორს ანტიოქსიდანტური თვისებებიც აქვს, ანუ ცხიმის დაჟანგვას ხელს უშლის, რაც ათეროსკლეროზის და რიგი სხვა დაავადებების მკურნალობს ხელს უწყობს. C და E ვიტამინები ცნობილი ანტიოქსიდანტებია, მაგრამ ერთ კბილ ნიორს ზუსტად ისეთივე ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, როგორც 15 მგრ C ვიტამინს ან 4,5 მგრ E ვიტამინს.
  • სისხლის გათხელება – როგორც უკვე ვთქვით, ნიორი სისხლის გათხელებას ხელს უწყობს, რაც ვიწრო სისხლძარღვებში სისხლის გასვლას ეხმარება. 4 კვირის განმავლობაში ახალი ან მომზადებული სახით ნივრის მიღება სისხლის შედედებას 70%–ით ამცირებს.
  • არტერიული წნევის შემცირება – აღსანიშნავია, რომ რაციონში ნივრის რეგულარული დამატება წნევას მხოლოდ ზომიერად ამცირებს. პაციენტები, რომელთაც მძიმე ფორმის ჰიპერტონია აწუხებთ, აღნიშნავენ, რომ ის მაღალ წნევას ამცირებს. ასევე ჯანმრთელობისკენ გზას სხვა მეთოდებით წმენდს: სტრესზე რეაქციის შემცირება, წონის დაკლება, განწყობის გაუმჯობესება. ქოლესტერინით მდიდარ საკვებშიც ნივრის ჩართვა ათეროსკლეროზის პრევენციას ხელს უწყობს. წნევის საწინააღმდეგოდ ჭარხლის ან სტაფილოს წვენი ნივრის წვენთან ერთად სასარგებლოა. სასმელის მოსამზადებლად 1 ს/კ ნივრის წვენს 1 ჭიქა სტაფილოს ან ჭარხლის წვენი აურიეთ. ყოველდღე ჭამის წინ დალიეთ.თუ ინსულტი გადატანილი გაქვთ ან გემუქრებათ, სჯობს ნიორი თქვენს ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ სწორედ ის თვისებები, რომლებიც თერმული დამუშავების შემდეგ ვლინდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს