ეს ნაყენი სახლში ყოველთვის მაქვს, ყველასთვის შეუცვლელია

1111

Vivien გიამბობთ, რატომ უნდა გქონდეთ სახლში კრაზანის სპირტიანი ნაყენი, როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მშრალი ან ახალი მცენარის ბალახი. ხმელი ბალახი 1 ნაწილი აიღეთ, ახალი – 2 ნაწილი. 5 ნაწილი 40-50%–იანი სპირტი ან სამოგონი დაუმატეთ. 7 დღე ბნელ ადგილას ოთახში დააყენეთ. ამის შემდეგ ნაყენი გამოსაყენებლად მზადაა.

  • ნერვული აშლილობის, უძილობის, კუჭის ტკივილის დროს 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ დალიეთ. კურსი: 7-10 დღე.
  • ნაყენი საფენების სახითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს ღამით დაიფინეთ. ბამბის ქსოვილი ნაყენში დაასველეთ და მტკივნეულ ადგილას დაიფინეთ. ბინტით ან სახვევით დაიფიქსირეთ. ერთი დღის განმავლობაში ანთების ადგილას ახალი ალოეს წვენი წაისვით. ასე გააკეთეთ მანამ, სანამ შვებას არ იგრძნობთ.
  • კუჭის აშლილობის (დიარეა) დროს 50-100 მლ ნაყენი დალიეთ და ყველაფერი კარგად იქნება.

კრაზანას ნაყენი – როგორ გავაკეთოთ დამოუკიდებლად

ნაყენი შეგიძლიათ არაყზე (40%) ან სპირტზე (90%) გააკეთოთ. მისი სიძლიერის მიხედვით სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. რეცეპტი 1: 4 ს/კ დაქუცმაცებული კრაზანას ბალახი ფოთლებთან და ყვავილებთან ერთად მინის ქილაში ან ბოთლში ჩაყარეთ. 40%–იანი არაყი დაასხით და 2 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. რეცეპტი 2: 1,5 ს/კ ახალ დაქუცმაცებული კრაზანას ბალახი ფოთლებთან და ყვავილებთან ერთად მინის ქილაში ან ბოთლში ჩაყარეთ და 50 გრ 90%–იანი სპირტი დაასხით. ბნელ ადგილას 10 დღე დააყენეთ. კარგად გადაწურეთ. ჰერმენტულ ბოთლში ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.

რას კურნავს კრაზანას ნაყენი

  • სპირტიანი წვეთები ცხვირისთვის. 4 ს/კ დაქუცმაცებულ კრაზანას ბალახს ½ ჭიქა სპირტი (70%) დაასხით. 3 დღე დააყენეთ, პერიოდულად შეანჟღრიეთ. გადაწურეთ და ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. ჩასაწვეთებლად აუცილებლად სპირტიანი ნაყენის ხსნარი გამოიყენეთ. ½ ჭიქა წყალში 30 წვეთი კრაზანას ნაყენი გახსენით და აურიეთ. 2-3 წვეთი თითო ნესტოში დღეში 2–ჯერ ჩაიწვეთეთ. სამკურნალო კურსი: მაქსიმუმ 1 კვირა.
  • ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი. კრაზანას მზა ნაყენი მაღაზიაში შეიძინეთ ან სახლის პირობებში ზემოთ მოცემული რეცეპტით მოამზადეთ, მაგრამ მხოლოდ 20%–იანი სპირტით. დახვეული მარლა ნაყენში გაჟღინთეთ და ყურში ჩაიდეთ. 2 წვეთი საშუალება ყურში ჩაიწვეთეთ, საპირისპირო მხარეს დაწექით. სამკურნალო კურსი: 3-5 დღე.
  • შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი. სააფთიაქო ან სახლში მომზადებული სპირტიანი კრაზანას ნაყენი გამოიყენეთ. თითოეულ ყურში 6 წვეთი დღეში 3-ჯერ ჩაიწვეთეთ. ყელში გამოივლეთ შემდეგი ხსნარი: 30-40 წვეთი ნახევარ ჭიქა წყალში გაზავებული.
  • გრიპი. ნაყენი სჯობს წინასწარ მოამზადოთ, გრიპის დაწყებამდე, რადგან მომზადებას 3 დღე სჭირდება. აფთიაქში შეგიძლიათ მზა ნაყენი შეიძინოთ. ნებისმიერი ვირუსული დაავადების დროს გამოგადგებათ. ½ ჭიქა დაქუცმაცებული ხმელი კრაზანა მინის ქილაში მოათავსეთ, 0,5 ლ არაყი დაასხით. თავსახური დაახურეთ და ბნელ ადგილას 3 დღე დააყენეთ, დღეში 2-ჯერ ჭურჭელი შეანჟღრიეთ. გამოყენების წინ 1 ჩ/კ ნაყენი 1 ჭიქა ანადუღარ წყალში გახსენით. 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. სამკურნალო კურსი: 7 დღე.
  • ფილტვების ანთება. რეცეპტი 1: ბოთლში ან ქილაში ნახევარ ჭიქა დაქუცმაცებულ კრაზანას ბალახს 0,5 ლ სპირტი (70%) დაასხით, თავსახური დაახურეთ და ბნელ ადგილას 1 კვირით დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და სხვა ჭურჭელში გადაიტანეთ. 1 ჩ/კ ნაყენი ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ. რეცეპტი 2: 3 ს/კ ახალი კრაზანას ყვავილი და ფოთლები კარგად დააქუცმაცეთ და ბოთლში ან ქილაში მოათავსეთ. ნახევარი ჭიქა სპირტი (90%) დაასხით, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და 10 დღე ბნელ ადგილას დააყენეთ, პერიოდულად შეანჟღრიეთ. გადაწურეთ და სხვა ჭურჭელში გადაასხით. 50 წვეთი ნაყენი დღეში 3–ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს