არყის კუპრის გამოყენებით სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, კანის რეგენერაცია სტიმულირდება, კანის რეცეპტორებზე რეფლექსური ეფექტი ხდება. არყის კუპრს შეუძლია ქიმიოთერაპიის ნეგატიური შედეგების განეიტრალება, ორგანიზმის გაწმენდა ნივთიერებათა ცვლის მავნე პროდუქტებისგან, გულის, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გააუმჯობესება.
არყის კუპრით მკურნალობა
პრეპარატი გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
- ანგინა
- ბრონქული ასთმა
- ქრონიკული ოტიტი
- მუნი
- კანის სოკოვანი დაავადება
- ეგზემა, ლიქენი, ფსორიაზი
- ჩირქოვანი ჭრილობა, ტროფიკული წყლულები და დაჟეჟილობა
- დამწვრობა, გაყინვა და ნაწოლი
- კანის ქავილი და კანის გამონაყარი
- მშობიარობის შემდგომი მასტიტი
- შარდკენჭოვანი დაავადება
- სტომატიტი
- ურეთრიტი
- საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა
- მშრალი კოჟრები
- ჰიპერტონია
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
ზოგჯერ სუფთა კუპრი გამოიყენება, ზოგჯერ მასზე დაფუძნებული პრეპარატები (ვიშნევსკის მალამო, კუპრის საპონი და ა.შ.)
რეცეპტები არყის კუპრით და კუპრის წყალით – ყურადღება! ქვემოთ მოცემულმა რეცეპტებმა თვითმკურნალობისკენ არ უნდა გიბიძგოთ! ამა თუ იმ რეცეპტის გამოყენებამდე ექიმს მიმართეთ. გახსოვდეთ, რომ ბევრი დაავადება არა მხოლოდ ხალხური საშუალებებით მკურნალობას, არამედ ფარმაკოლოგიურ მკურნალობას, ოპერატიულ ჩარევას და ა.შ. მოიცავს.
- კანის დაავადებები. კანის დაავადებების (მუნი, ეგზემა, ლიქენი, ფსორიაზი, სხვადასხვა წყლული და გამონაყარი) სამკურნალოდ სუფთა კუპრი ან კუპრზე დაფუძნებული პრეპარატები (ვიშნევსკის მალამო, კუპრის საპონი) გამოიყენება. ვიშნევსკის მალამოს შემადგენლობა: 3 ნაწილი კუპრი, 3 ნაწილი ქსეროფორმი, 94 ნაწილი აბუსალათინის ზეთი. გამოიყენება ჭრილობის დროს, მათ შორის დიდხანს შეუხორცებელი ტროფიკული წყლულების, ნაწოლების დროს.
- სასუნთქი გზების დაავადებები. რეკომენდებულია, მწვავე რესპირატორული ინფექციების, ქრონიკული ანგინის, თანმხლები ქრონიკული შუა ყურის ანთების სამკურნალოდ ღამით ყურში (ან ორივე ყურში განწყობის მიხედვით) ვიშნევსკის მალამო ჩაიდოთ. პროცედურა ყოველდღე, 2-3 დღიანი ან 1 კვირიანი შესვენებებით გაიმეორეთ. დამატებითი თერაპიის სახით შეგიძლიათ არყის კვირტებზე დაფუძნებული სპირტიანი ნაყენი გამოიყენოთ, რომელიც ქუსლებზე, ზურგსა და გულმკერდზე უნდა შეიზილოთ. ამის შემდეგ თბილად შეიფუთეთ.
- ხველა, ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქული ასთმა. ამ დაავადებების დროს კუპრის წყლის დალევა რეკომენდებულია. აფთიაქში ნაყიდი პრეპარატი მდუღარე წყალში (1:8) გააზავეთ და 2 დღე დააყენეთ. ზედაპირზე წარმოქმნილი ფირი მოაშორეთ, სხვა ჭურჭელში გადაიტანეთ, ოღონდ ეცადეთ, არ შეანჟღრიოთ. მზა საშუალება მაცივარში შეინახეთ. ღამით 1 ს/კ ხსნარი დალიეთ და თბილი ქსოვილი ყელზე შემოიხვიეთ. მძიმე ფორმის შემთხვევაში დოზა 2–3 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ. კურნავს ავთვისებიან სიმსივნეს, ყაბზობას, შიდა და გარე წყლულებს, ფლეგმურ გაციებას, გვერდში ჩვლეტას, ფილტვების ანთებას. უაღრესად სამკურნალოა თხელი სისხლის, სიგამხდრის, კრუნჩხვების, საშვილოსნოს და ჰიპოქონდრიული დაავადებების, შარდის ბუშტში კენჭების დროს, ჭიებს კლავს, სისხლს წმენდს. კუპრის წყალი საჭმლის მონელებას ხელს უწყობს, მოდუნების გამო კუჭის მონელების დარღვევისას სასარგებლოა, მადას ზრდის, სისხლის მიმოქცევას აჩქარებს და ოფლის გამოყოფას ხელს უწყობს ისე, რომ სისხლს არ აცხელებს, გულმკერდში სურდოს ტკივილს აქრობს. შესანიშნავი საშუალებაა ცხელების, ჩირქოვანი ხველის, წყლის ავადმყოფობის დროს.
- ათეროსკლეროზი. 1 ჭიქა თბილ რძეში 0,5 ჩ/კ კუპრი გააზავეთ და დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ. 1 კურსი: 45 დღე, შემდეგ 1 თვე შეისვენეთ. წელიწადში 3-4 სამკურნალო კურსი ჩაიტარეთ.
- პარაზიტების გასაქრობად. 1 წვეთი პრეპარატი, 1 ჩ/კ თხელი თაფლი აურიეთ და ღამით დალიეთ. თაფლის ნაცვლად შეგიძლიათ რძე ან სტაფილოს წვენი გამოიყენოთ. ყოველდღე კუპრის წვეთების რაოდენობა გაზარდეთ და 8 წვეთამდე ადით. 1 კურსი: 24 დღე. პაციენტის მდგომარეობის მიხედვით 1–2 კურსის ჩატარება რეკომენდებულია. აი, უძველესი რეცეპტი: „თავში ტილების მოსაშორებლად კუპრის საპონით კარგად დაიბანეთ, ქუდის ან თავშლის ქვეშ თავის გარშემო ნაწნავი შემოიხვიეთ. ამის შემდეგ თავი კუპრის საპნით კვლავ დაიბანეთ და გაიმშრალეთ. თმაზე კარაქი წაისვით და დარჩენილი კვერცხები წვრილი სავარცხლით ჩამოვარცხნეთ. კვლავ კუპრის საპნით დაიბანეთ“.
- ეგზემა. 100 გრ სუფთა არყის კუპრი, 50 გრ ნაღები, 4 უმი კვერცხის გული 15 წუთით აურიეთ და ეგზემაზე წაისვით.
- მუნი. დაზიანებულ ადგილებში სუფთა არყის კუპრი წაისვით. 2 საათში თბილი წყლით და ქატოთი ან ტუხტის ფესვებით ჩამოიბანეთ. ქავილი შემცირდება. მთელ ტანზე გავრცელებული მუნის შემთხვევაში მალამო გამოიყენეთ. 1 ს/კ ნებისმიერი გამდნარი ღორის ქონი, 1 ს/კ გახეხილი ნაცრისფერი საპონი, 2 ჩ/კ გოგირდის ფხვნილი, 1 ჩ/კ სუფთა არყის კუპრი აურიეთ. პაციენტმა არყის ფოთლების ცხელი ნახარშით და კუპრის საპონით უნდა დაიბანოს, გაიმშრალოს, შემდეგ დაზიანებულ ადგილებში მითითებული მალამო წაისვას და მთელი ღამე გაიჩეროს. დილით კვლავ დაიბანოს და კიდევ ერთხელ მალამო წაისვას. პროცედურა 3 დღე გაიმეორეთ.
- ლიქენი. 1 ს/კ სუფთა არყის კუპრი და 3 ს/კ თევზის ქონი აურიეთ, მალამო ქსოვილს წაუსვით და დაზიანებულ ადგილზე დაიფინეთ.
- ფსორიაზი. რეცეპტი 1: 60 გრ არყის კუპრი, 40 გრ ვაზელინი და 100 გრ 50%–იანი იაპონური სოფორას ნაყოფის სპირტიანი ნაყენი აურიეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ და ბნელ ადგილას 2 კვირა გააჩერეთ. ფსორიაზით დაზიანებულ ადგილებში წაისვით. რეცეპტი 2: 100 გრ არყის კუპრი, 40 გრ 50%–იანი იაპონური სოფორას ნაყოფის ნაყენი, 100 გრ დაქუცმაცებული ქრისტესისხლა, 40 გრ თევზის ქონი, 20 გრ ლავანდის ზეთი აურიეთ. 3 კვირა დააყენეთ, პერიოდულად აურიეთ. დაზიანებულ კანზე წაისვით. რეცეპტი 3: 100 გრ არყის კუპრი, 20 გრ თაფლი, 40 გრ აბუსალათინის ზეთი, 40 გრ ასკილის ღეროს ნაცარი 2 კვერცხის ცილას აურიეთ. 3 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ, პერიოდულად აურიეთ. ფსორიაზით დაზიანებულ კანზე წაისვით.