Vivien გთავაზობთ ხალხურ მალამო–ნაწურის მომზადების რეცეპტს, რომელიც ხერხემალს კურნავს.
რეცეპტი 1 – 5-5 გრ მზიურა, გულყვითელას ყვავილი, ოროვანდის ფესვი, ბარამბო, კრაზანა, ღვიის ნაყოფი, მრავალძარღვა, პირშუშხას ფესვი, ქრისტესისხლას ბალახი, ევკალიპტის ფოთლები აურიეთ. 2–3–ჯერ ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. 150 გრ სიმინდის ზეთი სუსტ ცეცხლზე მინანქრის ქვაბში გააცხელეთ. სუფთა მინის ქილა გაზზე მოხალეთ, ბალახების ნარევით გაავსეთ, ცხელი ზეთი დაასხით, თავსახური დაახურეთ, თბილი ქსოვილით შეფუთეთ და 40 დღე თბილ ადგილას შეინახეთ.ამის შემდეგ სქელი ნეილონის ქსოვილით ბოთლში ჩაწურეთ. 5-5 გრ ყვავილის მტვერი და პროპოლისი, 2 გრ მენთოლის ფხვნილი (20 გრ ველური პიტნით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ) დაუმატეთ, ჰერმენტულად დაახურეთ და კიდევ 20 დღე თბილ ადგილას შეინახეთ.ზეთი შეგიძლიათ გარეგნულად გამოიყენოთ ჰაიმორიტის, ბუასილის, ნაწიბურების, ჩიყვის პროსტატის, ადენომას დროს.
რეცეპტი 2 – 100 გრ ფისოვან სკიპიდარს 10 გრ ფისოვანი კანიფოლი (20 გრ ფიჭვის ფისით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ) დაუმატეთ. ჰერმენტულად დაახურეთ და თბილ ადგილას ერთგვაროვანი მასის მიღებამდე გააჩერეთ. ზეთოვანი ნაწური სკიპიდარს 1:1 ან 1:1,5 თანაფარდობით აურიეთ. მტკივნეულ ადგილას წაისვით ან მალამოში გაჟღენთილი მარლა დაიფინეთ, ზემოდან პარკი, პერგამენტის ქაღალდი 12-24 საათით დააფარეთ. სამკურნალო ეფექტს 10-30 წუთის შემდეგ იგრძნობთ. თუ ტკივილი არ გაქრა, 2-3 დღეში პროცედურა გაიმეორეთ. ჰერმენტულად, ბნელ ადგილას, მაქსიმუმ 1 წელი შეინახეთ.კურნავს ართრიტს, ართროზს, პოლიართრიტს, რევმატიზმს, ოსტეოქონდროზს, იშიასს, რადიკულიტს, კანის დაავადებების დროს დაგეხმარებათ.
ართროზის დროს აუცილებლად ვაშლის ძმარი დალიეთ (3 ჩ/კ 1 ჭიქა წყალზე დღეში 3-ჯერ), ყავისფერი ზღვის წყალმცენარეები შეჭამეთ, ვეგეტარიანული დიეტა დაიცავით. ბევრი ლიმონი ქერქიანად მიირთვით. ჯანმრთელობას გისურვებთ!