ამ ნარევით უკვე ბევრი დაავადება განვკურნე

697

Vivien გიზიარებთ ერთ–ერთი მკითხველის პირად გამოცდილებას, რომელმაც ხალხური რეცეპტით ბევრი დაავადების განკურნება შეძლო და სხივური თერაპიის შემდეგ აღდგენაში დაეხმარა.„მინდა დავეხმარო ონკოლოგიურ პაციენტებს, რომლებმაც სხივური თერაპია გაიარეს. ამ რეცეპტის წყალობით სხივური თერაპიის შემდეგ უკვე 20 წელია ვცოცხლობ. როცა საავადმყოფოდან დავბრუნდი, მეგობარმა ეს რეცეპტი მომცა. საშუალება მოვამზადე და მისი მიღება დავიწყე. თავს კარგად ვგრძნობდი, პენსიამდე ვმუშაობდი. ამ ნარევით ბევრი დაავადება განვკურნე. 10 წლის განმავლობაში მუდმივად ცხვირი გაჭედილი მქონდა, წვეთების გარეშე ვერ ვსუნთქავდი. ხალხური საშუალების გამოყენების შემდეგ უკვე 20 წელია ნორმალურად ვსუნთქავ.”

რეცეპტი: 50-50 გრ ფარსმანდუკი, ფიჭვის გირჩები, ასკილი, კრაზანა და 30 გრ აბზინდა აიღეთ. აურიეთ და მინანქრის ჭურჭელში გადაიტანეთ. 3 ლ მდუღარე წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 2 საათით გააჩერეთ, ადუღებამდე არ მიიყვანოთ. კარგად შეფუთეთ, თბილ ადგილას 24 საათით გააჩერეთ.ახლა გადაწურეთ და დაუმატეთ სხვა კომპონენტები: 200-200 გრ ჩაგას ექსტრაქტი (ბეფუნგინი), ალოეს წვენი, კონიაკი და 500 გრ მაისის თაფლი. ყველაფერს კარგად აურიეთ, ჭურჭელს თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და 3 დღე გრილ ადგილას შეინახეთ. ნარევი მზადაა. გამოყენების წესი: 6 დღის განმავლობაში 1 ჩ/კ ნარევი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. დანარჩენ დღეებში – 1 ს/კ ნარევი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. მკურნალობის მინიმალური ვადა: 3-4 კვირა, მაქსიმალური – 2-3 თვე.საშუალება კურნავს ჰაიმორიტს, ქალურ დაავადებებს, ასთმას, რადიკულიტს, კუჭის დაავადებებს, ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს, ფილტვებს, გულს, ყველა ქრონიკულ დაავადებას.

რა არის ბეფუნგინი – სააფთიაქო ნახევრად სქელ ჩაგის ექსტრაქტს (არყის სოკო, რომელიც ანტისიმსივნური თვისებებით ცნობილია) ბეფუნგინი ეწოდება. ბეფუნგინს მატონიზირებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები აქვს. ის ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებას ხელს უწყობს. ბეფუნგინს იყენებენ ქრონიკული გასტრიტის ან კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დისკინეზიის დროს, ასევე ონკოლოგიური პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მიიღება შიგნით. გამოყენების წინ ბოთლი შეანჟღრიეთ, 3 ჩ/კ პრეპარატი 150 მლ თბილ, ანადუღარ წყალში გააზავეთ. 1 ს/კ დღეში 3–ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.

„ექსტრა ბეფუნგინი“ – ამ პრეპარატში  შედის ფერმენტირებული ალაო, ხორბლის და ჭვავის მარცვლეულის მცენარეული უჯრედისი, არყის სოკოს ექსტრაქტი და კრაზანას ბალახი, შაქარი, მაღალი ხარისხის თაფლი და პროპოლისი. პრეპარატი მინერალების და ვიტამინების რაოდენობით ხშირად მოხმარებულ ხილსა და ბოსტნეულს აჭარბებს (ყურძენი, პომიდორი, ვაშლი, გარგარი, შავი მოცხარი). ძლიერი ანტიოქსიდანტური, ჰეპატოპროტექტორული, ასევე გამოხატული ბუნებრივი იმუნომოდულატორული ეფექტი აქვს, რითაც ორგანიზმის დამცავ ძალებს ზრდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს