5 ეფექტური მეთოდი ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად

953

ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელსაც რიგი დაავადებების დროს (კისრის ოსტეოქონდროზი, ათეროსკლეროზი) თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია. სისხლძარღვების რეგულარული გაწმენდით თავში სიმძიმეს მოიშორებთ, თავის ტკივილს შეამცირებთ, გონება უფრო საღი გახდება, განწყობა გაუმჯობესდება.Vivien გთავაზობთ 5 ეფექტურ და გამოცდილ რეცეპტს ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად.

  • მეთოდი 1: თაფლი და ნიგოზი – 5 ნიგოზი დააქუცმაცეთ და 1 სუფრის კოვზ ნატურალურ ცაცხვის თაფლს აურიეთ. მწიკვი დარიჩინი და კოჭა დაუმატეთ. აურიეთ და მაცივარში 1 დღე გააჩერეთ. 1 სუფრის კოვზი სამკურნალო ნარევი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.
  • მეთოდი 2: ხახვის წვენი და თაფლი – ხახვიდან 1/3 ჭიქა წვენი გაწურეთ, 1 ჭიქა ნატურალური თაფლი დაუმატეთ და აურიეთ. მიღებული სამკურნალო ნარევი 1 ჩაის კოვზობით დღეში 3–ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. რეცეპტი არა მხოლოდ სისხლძარღვებს წმენდს, არამედ იმუნიტეტს აძლიერებს.
  • მეთოდი 3: ნატურალური წვენი – ყოველდღე, სადილის და ვახშმის წინ ნახევარი საათით ადრე ნახევარი ჭიქა ბროწეულის წვენი (მორიგეობით ვაშლის და სტაფილოს წვენი) დალიეთ. თუ წვენს მაღაზიაში ყიდულობთ, მაქსიმალურად ნატურალური შეარჩიეთ. გირჩევთ, რომ ახალ დაწურული წვენი დალიოთ.
  • მეთოდი 4: ოროვანდის ნაყენი – თერმოსში 1 მუჭა, დაახლოებით 10 გრ ხმელი ოროვანდის ფესვი ჩაყარეთ, 8-10 საათით გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და ცივ ადგილას დადგით. სამკურნალო ნაყენი 4 სუფრის კოვზობით საუზმის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. კურსი 1 თვე გრძელდება.
  • მეთოდი 5: სასარგებლო პროდუქტები – ყოველდღე საუზმის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე 1 მანდარინი, 1 მუჭა ქიშმიში და ნიგოზი შეჭამეთ, 15-20 წუთში 1 ჭიქა წყლის, 1 თაფლის და 1 ნაჭერი ლიმონის ნარევი დალიეთ, კიდევ 10-15 წუთში შეგიძლიათ ისაუზმოთ. ამ მეთოდით მთელი ორგანიზმის გაჯანსაღებას და სისხლძარღვების გაწმენდას შეძლებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს