5 ბუნებრივი საშუალება, რომელიც ტვინში ბლოკირებას აქრობს

1726

თავის ტკივილის და ცუდი მეხსიერების ძირითადი მიზეზი ტვინში სისხლძარღვების ბლოკირებაა. ორგანიზმის ნებისმიერი ქსოვილის მსგავსად ტვინს მუდმივად წმენდა სჭირდება. ზედმეტი მარილი, ცხიმი, ტოქსინები სისხლძარღვებში გროვდება და ათეროსკლეროზის ფოლაქებს წარმოქმნის. სისხლძარღვების გაწმენდა ზედმეტი ქოლესტერინისა და სხვა ჭუჭყისგან ბუნებრივი გზით ხდება, საკმარისია მენიუში რამდენიმე პროდუქტი ჩართოთ!მოქნილი, ელასტიური და ახალგაზრდა სისხლძარღვები ტვინში სისხლის კარგ მიწოდებს და გამართულ ფუნქციონირებას ხელს უწყობს. Vivien გთავაზობთ პროდუქტების სიას, რომელიც ნებისმიერ ასაკში საღი აზროვნების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც თავის ტკივილი ხშირად აწუხებს.

  1. ნიგოზი თაფლში – ნიგოზი დააბლენდერეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. თაფლი დაუმატეთ. სქელი მასა უნდა მიიღოთ. თუ სურვილი გაქვთ, ცოტა დარიჩინი და კოჭა დაუმატეთ. სამკურნალო ნარევი მაცივარში შეინახეთ, 1 ს/კ საშუალება დღეში 3–ჯერ, ჭამის წინ დალიეთ. ნიგოზი ტვინს გარეგნულადაც ჰგავს – მასში შემავალი ნივთიერება ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოზე იზრუნებს.
  2. ხახვის წვენი თაფლით – 1 ჭიქა თაფლი 1/3 ჭიქა ხახვის წვენს აურიეთ. არც თუ ისე გემრიელი, მაგრამ სასარგებლო ნარევი მაცივარში შეინახეთ. 1 ჩ/კ ნარევი დღეში 3–ჯერ დალიეთ. სისხლძარღვების გაწმენდის გარდა სხვა გამაჯანსაღებელი ეფექტიც აქვს – იმუნიტეტის გაზრდა.
  3. ბროწეულის, ვაშლის, სტაფილოს წვენი – ნაყიდი წვენი არ გამოგადგებათ. ნატურალური წვენი თავად გააკეთეთ. ამ ხილის წვენი სისხლძარღვებს კარგად წმენდს. ყოველდღე ნახევარი ჭიქა წვენი ჭამის წინ დალიეთ. საუკეთესო შედეგის მისაღებად ნატურალური წვენი დღეში რამდენჯერმე დალიეთ.
  4. ოროვანდის ნაყენი – ოროვანდის სამკურნალო კურსი: 1 თვე. ოროვანდის ფესვები გაახმეთ. 10 გრ ხმელ ფესვებს ცხელი წყალი დაასხით და თერმოსში ზუსტად 10 საათით დააყენეთ. ნაყენი გადაწურეთ და მაცივარში შეინახეთ. 4 ს/კ საშუალება საუზმის მიღებამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ოროვანდის ფესვი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა.
  5. ჩირი და მანდარინი – გემრიელი პროდუქტები ჯანმრთელობას ზოგადად აძლიერებს და სისხლძარღვებს წმენდს. ყოველდღე, საუზმის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე 1 მანდარინი, პატარა მუჭა ქიშმიში და რამდენიმე ნიგოზი შეჭამეთ. 15 წუთში 1 ჭიქა ლიმონიანი წყალი აუცილებლად დალიეთ, კიდევ 15 წუთში – შეგიძლიათ ისაუზმოთ.

ზემოთ მოცემული მეთოდებიდან ერთის გამოყენებაც საკმარისია, რომ გაუმჯობესება იგრძნოთ. მეხსიერება აღარ გიმტყუნებთ, გაიხსენებთ მოვლენებს, რომლებიც დიდი ხნის წინ დაგავიწყდათ! დღის ბოლოს დაღლილობა, თავის ტკივილი, საფეთქლებში სიმძიმე არ შეგაწუხებთ! ტვინის მუშაობის მოწესრიგება ბუნებრივად ხდება, ანუ ეფექტს დიდხანს შეინარჩუნებთ.სწრაფი და საღი აზროვნება, მაღალი კონცენტრაცია – ეს ყველაფერი სისხლძარღვების მდგომარეობას უკავშირდება. კარგია, რომ კვების პროდუქტებით მათზე ზრუნვა შეგიძლიათ!გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საშუალების ან სამკურნალო მეთოდის გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს