როცა ნიორს ჭამთ, თეთრი ფურცლები არ გადაყაროთ, არამედ შეაგროვეთ და შეინახეთ. ეს ღირებული საშუალებაა, რომელიც ახალგაზრდობას ახანგრძლივებს. ამისთვის, ყოველთვე ნივრის თეთრი ფურცლებისგან მომზადებული სასმელი უნდა დალიოთ. Vivien სამკურნალო სასმელის მომზადებას გასწავლით.
სასმელი მარტივი მოსამზადებელია: 1 მუჭა ფურცლებს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით. მას შემდეგ, რაც წყალი ადუღდება, 1-3 წუთი დაელოდეთ, შემდეგ წყალი ფურცლებს დაასხით. სამკურნალო სასმელი მხოლოდ მას შემდეგ დალიეთ, როცა წყალი ჭიქაში მთლიანად გაგრილდება. ამას ზუსტად 6-8 საათი სჭირდება. ცხელი ან ოდნავ თბილი სასმელი არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ. დღის განმავლობაში 4 ჭიქა სამკურნალო სასმელი უნდა დალიოთ. შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ, რადგან სასმელს დიდხანს გაგრილება სჭირდება.
კაცებს შეუძლიათ ნივრის ფურცლების სასმელის ნებისმიერი თვის 10-დან 20 რიცხვამდე დალიონ. ქალებმა კი ეს 20-დან 30 რიცხვის ჩათვლით უნდა გააკეთონ. თქვენი კანი მალე იდეალური გახდება. თეთრი ფურცლები არ გადაყაროთ, არამედ შეაგროვეთ. სასწაულმოქმედი წყლის მოსამზადებლად გამოგადგებათ.