თუ ოდესმე შეგინიშნავთ წითელი ვარსკვლავები სხეულზე ან დაწითლებული თვალის გარსები, იცოდეთ, რომ ეს პატარა სისხლძარღვების გაწყვეტის ნიშანია. მიზეზი შეიძლება იყოს წნევა, რომელიც ვერ შეამჩნიეთ, ფიზიკური ვარჯიში, მკვეთრი მოძრაობა. მიზეზი შეიძლება განსხვავებული იყოს, გასაგები ერთია – თქვენი სისხლძარღვები სუსტია და გაძლიერება სჭირდება. Vivien გთავაზობთ ხალხურ რეცეპტს სისხლძარღვების გასაძლიერებლად.
თითქმის ყველა მეაგარაკე შავ ცირცელს, ასევე კუნელს ზრდის. თუ არ გაქვთ, მათ შეძენას ბაზრობაზე მარტივად შეძლებთ. მცენარეების წვენებით და ნაყენებით ათეროსკლეროზს, ჰიპერტონიას, სისხლძარღვების სისუსტეს, გონებრივ დაღლილობას კურნავენ.
სამკურნალო ნაყენის რეცეპტი
1 ლ შავი ცირცელის კენკრა გაწურეთ. 1 კგ კენკრა და 3 ჭიქა წყალი 15 წუთით ხარშეთ. ცოტა გააგრილეთ. ნახარში გადაწურეთ და ცირცელის წვენს აურიეთ. 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ. 50 გრ სასმელი დღეში 2–ჯერ, დილა–საღამოს დალიეთ. კურსი: 1 თვე. 2 თვიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ სამკურნალო კურსი გაიმეოროთ.