ჟოჟობა საოცარი მცენარეა, რომელიც იზრდება იქ, სადაც ცოცხალი ორგანიზმების უმეტესობა იღუპება. უდაბნოზე ვსაუბრობთ. მკაცრი კლიმატის პირობებში არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ სასარგებლო ნაყოფის ჩუქებას ახერხებს. კაკალი საკვებად ვარგისი არაა, მაგრამ ძვირფას ზეთს იძლევა, რომელიც თავისი თვისებებით განთქმულია. კოსმეტოლოგიაში ჟოჟობას ზეთს სახისა და თმისთვის ფართოდ იყენებენ.ეს კომპონენტი ბევრი კანის კრემში შედის, თუმცა თავის მოსავლელად დამოუკიდებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მრავალრიცხოვანი კვლევები აჩვენებს, რომ ჟოჟობას ზეთი ნაოჭებს ეფექტურად ებრძვის. ხმები დადის, რომ კლეოპატრა მას ახალგაზრდობის მხარდასაჭერად იყენებდა. Vivien გასწავლით, როგორ მიიღოთ სასურველი ეფექტი.
როგორ გამოვიყენოთ ჟოჟობას ზეთი სახისთვის
- ჩამოწელილი კანისთვის – ზეთი თავისი მოქმედებით კოლაგენს ჰგავს, რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარულია. საშუალება კანში ტენიანობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. უჯრედების კვდომას ანელებს, აქტიურად აღდგენას აიძულებს. კოლაგენი და ელასტინი ბუნებრივად წარმოებას იწყებს.რამდენიმე კომპონენტით სპეციალური ნიღაბი შეგიძლიათ მოამზადოთ. 2 ს/კ ეთერზეთი და 2 წვეთი პაჩულის ზეთი აურიეთ. ნარევი თითის ბალიშებით სახის მასაჟურ ხაზებზე წაისვით. ნიღაბს შეწოვა აცადეთ. თუ ზედაპირზე საშუალების ნარჩენები დარჩება, ბამბის დისკით მოიშორეთ.უფრო ღრმა ნაოჭებისთვის გვირილას და სანდალის ხის ზეთი დაუმატეთ. ისინი კანს კარგად ატენიანებენ, კვებავენ, ჭიმავენ. ნებისმიერთან კომბინაცია ასაკოვანი ქალისთვის ეფექტურია.
- პრობლემური კანისთვის – ჟოჟობას ზეთის ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებები რიგ კანის პრობლემებს გაუმკლავდება. სიწითლე და გამონაყარი ქრება, ჩირქოვანი წარმონაქმნი სწრაფად იწოვება. საშუალება ფორებს შესამჩნევად ავიწროებს და წასმისას არ ბლოკავს. აქერცვლას აქრობს.საინტერესო ფაქტი: ზეთის შემადგენლობა კანის ცხიმის შემადგენლობას ძალიან ჰგავს, ამიტომ კანი სხვაობას ვერ ამჩნევს. როცა ნიღაბს ისვამთ, ჯირკვლები სიგნალს იღებს, რომ დატენიანება ნორმაშია. ამრიგად, კანის ცხიმის წარმოება რეგულირდება. ეს კი ცხიმიანი კანის მფლობელთათვის მნიშვნელოვანია.
- აკნეს საწინააღმდეგო – აკნე სწრაფად რომ მოიშოროთ, 1 ს/კ ჟოჟობას ზეთი, თითო წვეთი ლავანდის და ჩაის ხის ზეთები აურიეთ. ნარევი წაისვით იქ, სადაც გამონაყარი გაქვთ. აქვე ამ საშუალებაში გაჟღენთილი ბამბის დისკი დაიფინეთ. 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ნარჩენები სუფთა დისკით მოიშორეთ. პროცედურა დღეში 1–2–ჯერ გაიმეორეთ.
- თვალის გარშემო კანისთვის – თვალის გარშემო ყველაზე ნაზი და თხელი კანია. ყოველდღე მას ვწელავთ, კოსმეტიკას ვისვამთ და ვიშორებთ ან უბრალოდ თითებით ვსრესთ. სწორედ აქ ჩნდება ნაოჭების ბადე. ამ ზონას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.სასწაულმოქმედი ზეთი მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ცოტა წვეთი მგრძნობიარე კანის საყვარელ კრემს დაუმატეთ. პერიოდულად სუფთა საშუალებით მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. წინასწარ კანზე ალერგიულ რეაქციაზე ტესტი ჩაიტარეთ.ქუთუთოები მადლობას გეტყვით, თუ მათთავის რამეს მოამზადებთ. 1 ს/კ ჟოჟობას ზეთი და 1 ს/კ ავოკადოს ზეთი აიღეთ. ნარევს თითო წვეთი ცერეცოს, ვარდის, პიტნის, სანდალის ხის და ლიმეტას ზეთები დაუმატეთ. ცოტა ნარევი დღეში 1–2–ჯერ თვალის გარშემო კანზე წაისვით. ასე არა მხოლოდ ნაოჭებს, არამედ დაღლილობას მოიშორებთ.
- წამწამებისთვის – ხედვა მეტყველი არა მხოლოდ წამწამების ლამინირებით და წამწამების დამატებით შეგიძლიათ გახადოთ. ყოველდღიური მოვლით მის სისქეს გაზრდით და ფერს გააუმჯობესებთ. ჟოჟობას ზეთი სუფთა ფუნჯით საღამოს წაისვით. შუა წამწამებიდან დაიწყეთ, რომ თვალში არ მოგხვდეთ, და ბოლოებისკენ გადადით.
- ტუჩებისთვის – ტუჩის კანი ნაზ მოვლას მოითხოვს. ზამთარში, განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ტუჩები აქერცვლისგან რომ დაიცვათ, ასეთი შინაურული მალამოთი დაიმუშავეთ. 15 მლ ჟოჟობას ზეთი და 2 წვეთი პიტნის ზეთი აურიეთ. თითით ან რბილი კბილის ჯაგრისით ტუჩზე წაისვით.
უნივერსალური ზეთი ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეთ. ის კანის ბევრ პრობლემას მოაგვარებს. მალე ბევრ ძვირადღირებულ პრეპარატსა და კოსმეტიკურ მომსახურებაზე უარს იტყვით. საუკეთესო შინაურული საშუალება ხომ უკვე ნაპოვნია!