ჩვენ, ყველამ ვიცით, რა არის სახსრების ტკივილი. ჯოჯოხეთური უსიამოვნება. თითქმის გარდაუვალია: მუხლების, მხრების, იდაყვების და მაჯების პრობლემები ყველას აწუხებს, ვინც კომპიუტერთან მთელი დღე ზის. პრობლემები 45 წლის შემდეგ განსაკუთრებით ვლინდება. რა გავაკეთოთ, თუ პრობლემები 25-30 წლის ასაკში ჩნდება? ასაკობრივია პრობლემა თუ არა? რა თქმა უნდა, სახსრების ტკივილის მიზეზი შეიძლება კომპიუტერთან ან მჯდომარე ცხოვრების წესთან კავშირში არ იყოს. ეს შეიძლება იყოს ტრავმა, გადატვირთვა, მოტეხილობა, ართრიტი და რევმატიზმი. Vivien გთავაზობთ ხალხურ რეცეპტს, რომელიც უმარტივეს ინგრედიენტებს მოიცავს – თითოეული თითო კოვზი. სულ 4 კოვზი და სამკურნალო საშუალება მზადაა. პირველივე გამოყენებაზე შვებას იგრძნობთ.
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ თაფლი
- 1 ს/კ მდოგვი (ცხარე)
- 1 ს/კ წვრილი მარილი
- 1 ს/კ წყალი
მომზადების წესი: – ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ამის შემდეგ ცარიელ ქილაში (მაგალითად, ხელის კრემის ქილა ან სხვა შეფუთვა) გადაიტანეთ.
გამოყენების წესი: – სახსრებში დისკომფორტის დროს კრემი მტკივნეულ ადგილას შეიზილეთ. ამის შემდეგ პარკი დაიფარეთ, ზემოდან თბილი ნაჭრით შეიხვიეთ. სასურველია, რომ ბეჭვის ქსოვილი გამოიყენოთ.ასეთი საფენი 1,5-2 საათით უნდა გაიჩეროთ. სჯობს პროცედურა ძილის წინ გაიმეოროთ, რომ სახსრებმა „მკურნალობის“ შემდეგ დასვენება შეძლონ. დილით „კრემი“ ჩამოიბანეთ. პროცედურა 4-5 დღე ზედიზედ გაიმეორეთ. ეფექტს უკვე პირველივე გამოყენებაზე იგრძნობთ, ასე რომ მოტივაცია არ დაგჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ თავად ნარევი მაცივარში უნდა შეინახოთ, თან მაქსიმუმ 5-6 დღით.