4 ლიმონი და 4 კვერცხი. ძლიერი ნარევი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

1314

Vivien გთავაზობთ ხალხურ რეცეპტს იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ლიმონის კრემის მოსამზადებლად სულ რაღაც 4 ინგრედიენტი დაგჭირდებათ, რომელთაც სამზარეულოში მარტივად იპოვით.

ინგრედიენტები:

  • 4 ლიმონი
  • 4 კვერცხი
  • 200 გრ შაქარი
  • 40 გრ კარაქი

მომზადების წესი:

  1. ორი ლიმონის ცედრა გახეხეთ, შაქრის ფხვნილს აურიეთ. 4 ლიმონის წვენი გაწურეთ და მასას დაუმატეთ, აურიეთ. 4 კვერცხი ჩანგლით ათქვიფეთ (ქაფის გარეშე) და მასას დაუმატეთ. ნახევარი საათით გააჩერეთ.
  2. გადაწურეთ. ქვაბში გადაასხით, კარაქი დაუმატეთ და საშუალო ცეცხლზე გასქელებამდე ხარშეთ, მუდმივად აურიეთ (3-5 წუთი). ქილებში ან ფორმებში ჩაასხით. გააგრილეთ და მაცივარში შეინახეთ.

ნარევის სარგებელი

ლიმონის ცედრა 3–ჯერ მეტ იმუნოსტიმულატორ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე რბილობი. ეს ანტიოქსიდანტი სურდოს ებრძვის, ასევე კაპილარების მდგომარეობას აუმჯობესებს, რომელიც ტემპერატურის ვარდნისას პირველი იტანჯება. C ვიტამინის დღიური ნორმა კაცებისთვის – 90 მგ, ხოლო ქალებისთვის – 75 მგ. 100 გრ ლიმონი 50 მგ C ვიტამინს შეიცავს. დამატებით, ლიმონი ღვიძლის მუშაობას ააქტიურებს და საშარდე გზებში ანტისეპტიკის როლს ასრულებს – ცისტიტისკენ მიდრეკილების დროს პათოგენებს ანადგურებს.

2 კვერცხი ქოლინის დღიური ნორმაა (250 მკგ), რომელიც ინფორმაციის დამახსოვრებას აუმჯობესებს, ასევე ღვიძლს იცავს. კარაქში ბევრი A ვიტამინია, რომელიც მხედველობას აძლიერებს, კანის აქერცვლას ებრძვის და სიცივეში კანის გამოშრობას ხელს უშლის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს