გაწუხებთ ზურგის ტკივილი, ხერხემლის თიაქარი, გადაგიბრუნდათ ფეხი ან ხრახუშობს სახსრები? Vivien გირჩევთ, რომ ხალხური მალამო წაისვათ, ქაღალდის პირსახოცი ან ტილოს ჩვარი დაიფინოთ და ძალიან მჭიდროდ არ შეკრათ. კალკი ან პოლიეთილენი არ გამოიყენოთ – აპლიკაცია უნდა „სუნთქავდეს“. დილით ტკივილი მიყუჩდება, რამდენიმე დღეში საერთოდ მისი არსებობა დაგავიწყდებათ. შვებას აუცილებლად იგრძნობთ, რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია. როცა მტკივნეული გულის გამო არაფერი არ შეიძლება, ეს რეცეპტი დაგეხმარებათ.
5 აბი მუმიო 5 წვეთ წყალში გააზავეთ, კბილის ჩხირით აურიეთ მანამ, სანამ არ გაიხსნება. ეცადეთ, რომ მუმიოს ყველა მსხვილი ნაწილი დაიშალოს. თუ ძალიან სქელია 2 წვეთი წყალი დაუმატეთ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან შემდეგ ზეთს ცუდად შეერევა და საბოლოო პროდუქტს დაშორდება. 5 აბი გაზავებული მუმიო, 1 ს/კ ნაძვის ზეთი და 3 ს/კ თაფლი აურიეთ. ესეც ასე, მალამო მზადაა. რომელიმე ჰერმენტულ ქილაში შეინახეთ. გამოყენების წინ აურიეთ. კანზე მაქსიმუმ 1 მმ ფენა წაისვით, შეგიძლიათ შეიზილოთ, თუ გსურთ. ეფექტიც გაუმჯობესდება. სქელმა ფენამ ნაძვის ზეთის გამო შეიძლენა კანზე სიწითლე გამოიწვიოს. მხოლოდ ქაღალდის პირსახოცი ან ტილოს ქსოვილი დააფარეთ. მაცივარში არ შეინახოთ.