მცენარეული ნახარში სისხლძარღვების გასაძლიერებლად, არტერიული წნევის და ქოლესტერინის შესამცირებლად

1417

სამკურნალო ბალახების ნარევზე დაფუძნებული ნახარში სისხლძარღვების გაძლიერებაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით აქტუალურია შაქრიანი დიაბეტით და ვეგეტო–სისხლძარღვოვანი დისტონიით დაავადებულთათვის, ასევე მათთვის, ვისაც ნერვიულობისა და სტრესის გამო თავის ტკივილი ტანჯავს. Vivien გასწავლით, როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ სამკურნალო ბალახების ნახარშის უნიკალური რეცეპტი.

შავბალახა, კრაზანა, კატაბალახას ფესვი და ბარამბოს ფოთლები თანაბარი პროპორციებით აურიეთ. 2 ს/კ ბალახების ნარევს 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით, ნახევარი საათით დააყენეთ, გადაწურეთ. 100 მლ სამკურნალო ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. სამკურნალო კურსი: 1 კვირა.შავბალახა სისხლძარღვების სპაზმს ხსნის, ნერვულ სისტემას ამშვიდებს, გულის რიტმს არეგულირებს, არტერიულ წნევას და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.კრაზანა დაზიანებულ ქსოვილებს აღადგენს, ძილს აწესრიგებს, შრომისუნარიანობას ზრდის. კრაზანა და ბარამბო ერთად ნერვულ სისტემას რთული ამოცანების მოსაგვარებლად კონცენტრირებაში ეხმარება.

კატაბალახა ნერვული სისტემის აგზნებადობის, ძილის პრობლემების, სისხლძარღვების სპაზმის, მაღალი წნევის, თავის ტკივილის და სტრესით და შფოთვით გამოწვეული ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევის დროს გამოიყენება.ბარამბოს გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, სპაზმს შესანიშნავად ხსნის, გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და ძილს აწესრიგებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს