ჩაი სასიცოცხლო ძალების აღსადგენად: 6 რეცეპტი

676

Vivien გთავაზობთ 6 ხალხურ რეცეპტებს სასიცოცხლო ძალების აღსადგენად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

  1. ემალის ქვაბში ჩაყარეთ შემდეგი ინგრედიენტები: 3 გარგარის ჩირი, 5 შავქლიავი, 3 ლეღვი, 1 ს/კ ქიშმიში, 2 ვაშლი, 2 ლიმონის ნაჭერი. წყლით დაფარეთ და 5-10 წუთით სუსტ ცეცხლზე ადუღეთ. საუზმეზე მიირთვით.
  2. ხორბალი, შვრია, ქერი თანაბარი რაოდენობით აიღეთ და აურიეთ. მარცვლეული ყავის საფქვავში დაფქვით, თბილი წყალი (1 ჭიქა 1 ს/კ ფქვილზე) დაასხით. 2 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და თაფლთან ერთად დალიეთ. ანემიის და სისუსტის დროს დალიეთ.
  3. 1 ლიმონი ცხელ წყალში 1-2 წუთით ჩადეთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ან სახეხზე ქერქიანად და კურკებიანად გახეხეთ. უმარილო კარაქი, 1–2 ს/კ თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ჩაისთან ერთად დალიეთ.
  4. შვრიის მარცვლებს მდუღარე წყალი დაასხით (1 ჩ/კ შვრიას 3 ჩ/კ წყალი). 1 დღე ოთახის ტემპერატურაზე დააყენეთ და გადაწურეთ. ნაყენი მაცივარში შეინახეთ. ¼ ჭიქა თბილი სასმელი დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ დალიეთ.
  5. 150 გრ გახეხილი ვაშლი და ნახევარი ფორთოხლის წვენი აურიეთ, 10 გასუფთავებული ნიგოზი ან სხვა კაკალი დაუმატეთ. კაკლის ნაცვლად შეგიძლიათ რამდენიმე კოვზი ათქვეფილი ნაღები გამოიყენოთ, ხოლო ფორთოხლის ნაცვლად – 2 ჩ/კ ლიმონის წვენი და ამდენივე თაფლი. ეს ერთი ადამიანის დღიური ულუფაა. თავის ტვინს კვებავს.
  6. 1 ჭიქა შვრია და 5 ჭიქა წყალი თხელი კისელის მიღებამდე ხარშეთ. გადაწურეთ, თანაბარი რაოდენობით ანადუღარი რძე დაუმატეთ (ან ნედლ რძეში აადუღეთ), გააგრილეთ. მასას 4-5 ს/კ თაფლი დაუმატეთ. 1/4-1/2 ჭიქა ნახარში დღეში 3-4-ჯერ დალიეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს