ფიჭვი ბუნებრივი ანტიბიოტიკური საშუალებაა. ადრე ჩრდილოეთში დაავადებებს სწორედ წიწვით მკურნალობდნენ. წიწვებიდან სამკურნალო ბურახიც შეგიძლიათ გააკეთოთ. Vivien გასწავლით, როგორ მოამზადოთ წიწვების ბურახი და გამოიყენოთ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.რამდენიმე ფენად გაკეცილ მარლას 1 ჭიქა ახალ დაქუცმაცებული წიწვის ნემსები დააყარეთ და ქვა დაადეთ (თორემ შეიძლება ამოცურდეს). შეკარით და სამლიტრიან ქილაში ჩადეთ. აქვე 1 ჭიქა შაქარი, 1 ს/კ არაჟანი დაუმატეთ და რძის შრატი დაასხით. ქილას მარლა 2-3 ფენად შემოახვიეთ და ოთახის ტემპერატურაზე ბნელ ადგილას შეინახეთ.ყოველდღე ხის კოვზით აურიეთ. ნაქაფი მოაშორეთ. 1-2 კვირა დააყენეთ, სანამ ბურახი არ გაძლიერდება. გადაწურეთ და მაცივარში შეინახეთ. ნახევარი ჭიქა თბილი ბურახი დღეში 2-3-ჯერ ცარიელ კუჭზე, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ. 1-2 თვე იმკურნალეთ.
ბურახი სისხლძარღვებიდან ქოლესტერინის დეპოზიტების მოშორებაში, გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარეგულირებაში, იმუნიტეტის გაძლიერებასა და მთელი ორგანიზმის კომპლექსური გამაჯანსაღებელი პროცედურის ჩატარებაში დაგეხმარებათ.