ერთგვარ „კოქტეილს“ შესაძლებლობების ფართო სპექტრი აქვს. შიდაქალის წნევას ამცირებს და არტერიულ წნევას არეგულირებს, დამამშვიდებელი, ანტისპაზმური და კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, პერიფერიული სისხლძარღვების ვარიკოზის, ვენური დაგუბების დროს დაგეხმარებათ, ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, თრომბის წარმოქმნას აფერხებს, სისხლის წარმოქმნას სტიმულირებს, ანტისიმსივნური ეფექტიც აქვს.ტაქიკარდიის და არითმიის, მაღალი არტერიული წნევის და შიდაქალის წნევის, სხვადასხვა ნერვოზის დროს კარგ სამკურნალო ეფექტს უფრო იგრძნობთ.
მომზადების წესი:დაგჭირდებათ შემდეგი ბალახების 100-100 მლ სააფთიაქო ნაყენი:
- კატაბალახა
- იორდასალამი (Paeonia anomala)
- კუნელი
- შავბალახა
მათ 50 მლ ევკალიპტის ნაყენი და 25 მლ პიტნის ნაყენი დაუმატეთ. ნარევი ნახევარლიტრიან ბოთლში ჩაასხით და 10 ცალი მიხაკი დაუმატეთ. ნარევი 2 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ. პერიოდულად აურიეთ. 20-25 წვეთი სამკურნალო საშუალება დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დალიეთ. ნაყენი შეგიძლიათ შაქრის კუბს დააწვეთოთ, წყალში გააზავოთ ან დააყოლოთ.მითითებული რაოდენობით მიღებული ნაყენი ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში ერთ სამკურნალო კურსზე გეყოფათ. საშუალება შეგიძლიათ დროდადრო, საჭიროების მიხედვით დალიოთ. ასე „კოქტეილი“ 2-3 წელზე შეგიძლიათ გაწელოთ. სამკურნალო თვისებებს შეინარჩუნებს.