„ოსტეოართროზი მაწუხებს. წლები სხვადასხვა ქიმიური პრეპარატებით ვმკურნალობდი, მაგრამ გაუმჯობესებას ვერ ვხედავ. არსებობს რაიმე ხალხური მეთოდი ამ დაავადების სამკურნალოდ? პატივისცემით, ნათელა.” წერილს ეხმაურება ივან ჩეკმანი, ა.ა. ბოგომოლცის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.ოსტეოართროზი სახსრების ქრონიკული დაავადებაა, რომელიც პროგრესირებს. ამ დროს ნივთიერებათა ცვლა და სახსრების ხრტილების სტრუქტურა ირღვევა, რაც დისკომფორტს იწვევს. დაავადების გვიან სტადიაზე სახსრების ზედაპირი ირღვევა, ოსტეოფიტები ჩნდება და ა.შ. ოსტეოართროზის გაჩენის ერთ–ერთი მიზეზი სახსრების ხრტილებზე ჭარბი მექანიკური ზეწოლა და ამ ზეწოლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უუნარობაა.არამედიკამენტური მკურნალობა მოიცავს შრომით თერაპიას, ჭარბი წონის შემცირებას (თუ ასეთი რამ გაქვთ), სამკურნალო ვარჯიშს, ფიზიოთერაპიას, ფიტოთერაპიას და ა.შ. ანტიმიკრობული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე მცენარეები როგორც შიგნით, ასევე ადგილობრივად გამოიყენება.
- სახსრებში მწვავე ანთებითი პროცესების დროს გამოიყენეთ ასეთი მცენარეული ნაკრები №1: 50 გრ თეთრი ტირიფის ქერქი, 30 გრ ცხენის წაბლის ახალგაზრდა ტოტების ქერქი. 2 ს/კ ნარევს 500 მლ ცხელი წყალი დაასხით და 2 წუთით ადუღეთ. 2 საათით დააყენეთ. 2-3 ს/კ საშუალება დღეში 4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
- ნაკრები №2: 40 გრ წითელი მოცვის ფოთლები, 40 გრ ბაღის დანდურის ბალახი, 50 გრ მეჭეჭიანი არყის ფოთლები. 2 ს/კ ნარევს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 50 მლ ნარევი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
- სახსრების აუტანელი ტკივილის დროს რეკომენდებულია შემდეგი ნარევი №1: 10 გრ შავი ძაღლყურძენას ბალახი, 30 გრ ფიჭვის კვირტები, 50 გრ თეთრი არყის ფოთლები ან კვირტები. ისე მოამზადეთ, როგორც წინა რეცეპტში.
- ნარევი №2: 20 გრ მინდვრის შვიტას ბალახი, 20 გრ მწარე წაბლის ქერქი, 40 გრ ორსახლიანი ჭინჭრის ფოთლები, 5 გრ სურნელოვანი ტეგანის ფოთლები, 5 გრ ყრუ ჭინჭრის ყვავილები. საღამოს 3 ს/კ ნარევს 750 მლ ცივი წყალი დაასხით. დილით ადუღებამდე მიიყვანეთ, გააგრილეთ და გადაწურეთ. 100 მლ ნახარში დღეში 4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
- ხალხური მედიცინა ტკივილის შესამცირებლად მალამოს გამოყენებას გირჩევთ. თანაბარი რაოდენობით ოფის კვირტები, მეჭეჭიანი არყის კვირტები და სამკურნალო ძიძოს ბალახი აიღეთ. ნარევს ახალი გამდნარი ღორის ქონი დაუმატეთ (ზუსტად 4 ს/კ 200-250 გრამზე), ღუმელში სუსტ ცეცხლზე 6 საათით გააჩერეთ. თბილი გაწურეთ და მტკივნეულ ადგილას შეიზილეთ. მაცივარში შეინახეთ.
- კეთილშობილი დაფნის ფოთლების ნაყენი მზესუმზირას ზეთში: 30 გრ დაქუცმაცებულ ფოთლებს 200 გრ ზეთი დაასხით და 10 დღე დააყენეთ. პერიოდულად აურიეთ. მტკივნეულ ადგილას შეიზილეთ.
- ოსტეოართროზის დროს, რომელსაც სახსრების ხრაშუნი ახლავს, შვრიის ჩალის აბაზანა შეგიძლიათ გაიკეთოთ: 200-300 გრ ჩალას 5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 20 წუთით ადუღეთ, 37%–მდე გააგრილეთ. ამ ნახარშში ხელები ან ფეხები 30 წუთით გააჩერეთ. კურსი: 10 პროცედურა.
მიზანშეწონილია მკურნალობის დროს ფიტოპრეპარატებთან ერთად სინთეტიკური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები გამოიყენოთ.