აბზინდის ზეთი სახსრების მკურნალობაში დაგეხმარებათ

783

თუ სახლში მარტო და ძალიან მოწყენილი ვარ, ჯანსაღი ცხოვრების წესების შესახებ ჩანაწერებს ვიღებ (1996 წლიდან მაქვს). ვკითხულობ, ყოველდღიურ რეცეპტებს ვიწერ, ნაყენებს, ზეთებს, ნახარშებს ვამზადებ. მოკლედ, თავისუფალ დროს ჯანსაღ ცხოვრების წესს ვუთმობ.Vivien გიზიარებთ ეფექტურ რჩევებს ზოგიერთი დაავადების თავიდან მოსაშორებლად.სახსრების სამკურნალოდ აბზინდას ზეთი გამოგადგებათ. ერთლიტრიან ქილაში 1 სააფთიაქო შეფუთვა დაქუცმაცებული აბზინდა ჩაყარეთ, ნებისმიერი მცენარეული ზეთი დაასხით და 40 დღე მზეზე დააყენეთ. დრო და დრო შეანჟღრიეთ. 2-3 საფენი მუხლებზე, ზურგზე, ხელებზე გაიკეთეთ და ტკივილი გაქრება.აბზინდას ზეთი ალერგიული გამონაყარის დროსაც დაგეხმარებათ. დაზიანებულ კანზე შეიზილეთ.

საჯდომი ნერვის მოჭყლეტის დროს ოქროს ულვაშის ნაყენი დაგეხმარებათ. დაახლოებით 30 ფოთოლი 0,5 ლ არაყში 21 დღე დააყენეთ, ხშირად შეანჟღრიეთ.ღამით ნაყენი მტკივნეულ ადგილას შეიზილეთ და თითო წვეთი ჭამამდე, დღეში 3-ჯერ დალიეთ. 3 წვეთით დაიწყეთ და 30 წვეთამდე ადით, შემდეგ უკუსვლა დაიწყეთ, თითო წვეთი მოაკელით.

ასევე შეგიძლიათ წყლის მარწყვა–ბალახით იმკურნალოთ: სააფთიაქო შეფუთვას არაყი დაასხით და 21 დღე დააყენეთ. ამის შემდეგ დალიეთ და შეიზილეთ.წყლის მარწყვა–ბალახი ტკივილს შესანიშნავად აქრობს.მოხარშული გაუსუფთავებელი შვრიაც კარგად დაგეხმარებათ. ქსოვილზე დაყარეთ და წელიდან ფეხის თითებამდე შეიხვიეთ. პროცედურის შემდეგ თბილი საბნით შეიფუთეთ. ასე გამოჯანმრთელებამდე გააკეთეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს