Vivien გთავაზობთ შესანიშნავ შინაურ წამალს, რომელიც გულთან დაკავშირებული ტკივილის, გულის ნევრალგიის (გულის მუშაობის ფუნქციური სირთულე, რომლის აღმოჩენა ელექტროკარდიოგრაფიის დროსაც რთულია, გულს უბრალოდ „აწვება“), უძილობის, დაღლილობის და ემოციური სტრესის დროს დაგეხმარებათ.8-10 ოხრახუშის ძირი მწვანილთან ერთად დააქუცმაცეთ და ემალის ქვაბში ჩაყარეთ, 1 ლ ნატურალური ყურძნის თეთრი ან წითელი ღვინო დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 5 წუთით ხარშეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და 2 ს/კ ღვინის (ყურძნის) ძმარი და 80-150 გრ თაფლი (დიაბეტიკებისთვის მაქსიმუმ 80 გრ ან უფრო ნაკლები) დაუმატეთ. კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 5 წუთით ხარშეთ. ქაფი მოხადეთ. გადაწურეთ და მინის ბოთლებში გადაანაწილეთ. მაცივარში შეინახეთ.ეს ულუფა ერთ ადამიანს გულის მხარდასაჭერად ეყოფა. 100 მლ დღეში 3-ჯერ წამლის დასრულებამდე დალიეთ. კურსი წელიწადში 2–ჯერ შეგიძლიათ გაიმეოროთ.
როგორც თეთრი, ასევე წითელი ღვინო შეგიძლიათ გამოიყენოთ. ითვლება, რომ თეთრი ღვინო აგზნებას იწვევს, ხოლო წითელი ღვინო ამშვიდებს. ღვინო მასში შემავალი ტანინების წყალობით არა მხოლოდ გულისთვის, არამედ კუჭისთვის სასარგებლოა.ოხრახუშის ღვინო რეკომენდებულია გულის რევმატული პრობლემების, გრიპის ან მძიმე დაავადებების გადატანის შემდეგ გულის დასუსტების, ნებისმიერი სხვა გულის სისუსტის, მათ შორის ასაკოვანი პრობლემების დროს (ამ ღვინით შეგიძლიათ მედიკამენტების გარეშე განკურნოთ).ღვინო შეგიძლიათ ინფარქტის შემდეგ აღდგენის პერიოდშიც დალიოთ (100-100 მლ დღეში 3-ჯერ). 3-6 თვეში განწყობის მიხედვით დოზა დღეში 100 მლ–მდე შეამცირეთ.