საკვების მიღებამდე შუალედებში წახემსება გიყვართ, მაგრამ არ იცით, თუ რა მიირთვათ რომ გახდეთ? სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ფისტაშკები არა მხოლოდ წონის შემცირებაში დაგეხმარებათ, არამედ თქვენს ნერვებსა და გულს სარგებელს მოუტანს. წარმოუდგენელი მკვებავი თვისებების გამო მას სუპერ პროდუქტს უწოდებენ.
ფისტაშკები – ჯანსაღი კვების შესანიშნავი ნაწილი.
ბევრ ადამიანს ფისტაშკები უყვარს, მაგრამ ხშირად მისი წახემსების ეშინიათ, რადგან საკმაოდ ცხიმიან პროდუქტად თვლიან. თუმცა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფისტაშკები ნამდვილად სუპერ პროდუქტს წარმოადგენენ.
ერთი მხრივ, ისინი ძალიან სასარგებლოა, მეორე მხრივ, რა გავაკეთოთ როცა 100 გრ ფისტაშკი 600 კალორიას შეიცავს?
ამერიკელმა მეცნიერებმა ახლა აღმოაჩინეს, რომ ფისტაშკების გამო არ გასუქდებით. სინამდვილეში ისინი დიეტის შენარჩუნებაში ხელს გვიწყობს, რადგან ჩვენი სხეული ფისტაშკებიდან მიღებულ ცხიმოვანი მჟავების დიდ ნაწილს არ იყენებს.
გარდა ამისა, ფისტაშკი შეიცავს ბევრ ცილას და უჯრედისს, რაც მადის შემცირება და „მავნე“ საკვების ჭამის სურვილს დაგიკარგავთ.
მთავარია – ფისტაშკები ძალიან ნელა მიირთვათ, რომ შეიგრძნოთ ის მომენტი, როცა საკმაოდ დანაყრდით. ასე ბევრის ჭამის რისკს თავიდან მოიშორებთ.
მაშინაც კი თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ – ფისტაშკებზე უარი არ თქვათ! უბრალოდ ცოტა ჭამეთ,
მიკრონუტრიენტის დადებითი მხარე
ფისტაშკი არა მხოლოდ შეიცავს ცხიმს, არამედ მდიდარია კალიუმით, რკინით, სხვადასხვა ვიტამინით, ფოლიუმის მჟავით და უჯრედისით.
საკვები ღირებულების მიხედვით ის სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მასში შემავალი B ვიტამინი ნერვულ დაბოლოებას აძლიერებს. ისინი დადებით გავლენას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და კიბოს პრევენცია შეუძლიათ.
ექიმი ორსულებს ფისტაშკების მირთმევას ფოლიუმის მჟავის გამო ურჩევენ.
საინტერესო ფაქტები ფისტაშკებზე
ფისტაშკი კაკალი არაა. გაოცებული ხართ არა? ფისტაშკი სინამდვილეში კურკიანა, რომელიც ხელით გროვდება,რაც ფასზეც აისახება.
რა უნდა გავითვალისწინოთ ფისტაშკის ყიდვის დროს?
ფისტაშკი შემავალი ცილების და ცხიმების მაღალი კონცენტრაცია მათ ობის მიმართ მგრძნობიარეს ხდის. ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ:
- ფისტაშკი მწვანე უნდა იყოს;
- იყიდეთ ფისტაშკი, რომელიც ჯერ გასუფთავებული არაა. ეს გარანტიას მოგცემთ, რომ ფისტაშკი დაზიანებული არაა.
- ყურადღება სუნს და გარეგნულ მხარეს მიაქციეთ. მათ უსიამოვნო სუნი არ უნდა ან ობის მსგავსი არ უნდა ჰქონდეთ.
- როგორც კი პაკეტს გახსნით, ფისტაშკი მაცივარში შეინახეთ.
ფისტაშკი არა მხოლოდ ცალკე კარგი წასახემსებელი საშუალებაა, არამედ შეგიძლიათ სალათებს, სხვადასხვა სახის კერძებს და დესერტებს დაუმატოთ. განა ეს მათ უნივერსალურ და ძვირფას პროდუქტად არ აქცევს?
თქვენ გიყვართ ფისტაშკები?