Vivien გიამბობთ, თუ როგორ მიიღოთ ა.ვ.დოროგოვის მიერ შემუშავებული ასდ ფ–2 და ასდ ფ–3 პრეპარატები სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
სტანდარტული დოზა: 15-30 წვეთი 50-100 მლ ცივ, ანადუღარ წყალში ან ძლიერ ჩაიში გააზავეთ და უზმოზე, ჭამამდე 20-40 წუთით ადრე, დღეში 2–ჯერ დალიეთ.
მიღების საერთო სქემა: 5 დღე დალიეთ, 3 დღე შეისვენეთ. შემდეგ 5 დღე დალიეთ, 3 დღე შეისვენეთ. კვლავ 5 დღე დალიეთ და შემდეგ 1 თვე შეისვენეთ. ამის შემდეგ თავდაპირველი სქემა სრულ გამოჯანმრთელებამდე გაიმეორეთ.
- კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული – სტანდარტული დოზა და მიღების საერთო სქემა გამოგადგებათ.
- კოლიტი და გასტრიტი. დოზა და სქემა იგივეა, მაგრამ დღეში ერთხელ, დილით, უზმოზე დალიეთ. კანის სოკოვანი დაავადების დროს დაზიანებული ადგილი თბილი წყლით და საპნით გაწმინდეთ და გაუზავებელი ასდ ფ–2 დღეში 2-3-ჯერ შეიზილეთ.
- ჰიპერტონია. სქემის მიხედვით მიიღეთ, მაგრამ 5 წვეთით დაიწყეთ და ყოველდღე მოუმატეთ სანამ 20 წვეთამდე ახვალთ. წნევის დარეგულირებამდე მიიღეთ.
- კანის დაავადებები. ფ–3 მცენარეულ ზეთში 1:20 თანაფარდობით გააზავეთ და საფენები დაზიანებულ ადგილას დაავადების გაქრობამდე გაიკეთეთ. თუ მკურნალობის დროს სიწითლე გაჩნდა, მკურნალობა 3 დღით შეწყვიტეთ. ქრონიკული კანის დაავადების მკურნალობის დროს 10 დღის შემდეგ ხშირად რეციდივი ხდება. ამ დროს მკურნალობა გაიმეორეთ და დამატებით ფ–2 საერთო სქემით შიგნით მიიღეთ.
- გინეკოლოგიური დაავადება. ფრაქცია ფ–2 საერთო სქემით და 1%–იანი წყალხსნარით გამორეცხვა განკურნებამდე.
- გულის და ღვიძლის დაავადებების დროს კურსი 5 წვეთით დაიწყეთ. 5 დღე დალიეთ, 3 დღე შეისვენეთ. შემდეგ 5 დღე 10 წვეთი დალიეთ და 3-4 დღე შეისვენეთ. შემდეგი ეტაპი: 5 დღე 20 წვეთი დალიეთ და 3 დღე შეისვენეთ. ამის შემდეგ 20-20 წვეთი შესვენებებით სრულ განკურნებამდე დალიეთ.
- პოდაგრა, რევმატიზმი, ლიმფური სისტემის ანთება – საერთო დოზირება და მიღების სქემა, მტკივნეულ სახსრებზე საფენები (როგორც კანის დაავადებების დროს აკეთებდით, ოღონდ ფ–2–ით).
- თირკმლების და ნაღვლის სადინარების დაავადებები – საერთო დოზირება და მიღების სქემა.
- წინასიმსივნური ფორმები მკურნალობას კარგად ექვემდებარება – საერთო დოზირება და მიღების სქემა. საფენები გარე სიმსივნეებზე. სიმსივნის მკურნალობისას პაციენტის ასაკს, სიმსივნის ადგილს და დაზიანების ხასიათს დიდი მნიშვნელობა აქვს. ასდ ფ–2 სიმსივნის განვითარებას სწრაფად აჩერებს და ტკივილს აქრობს. ზოგიერთ შემთხვევაში დოროგოვი გირჩევთ, რომ ნახევარ ჭიქა წყალში გაზავებული 5 სმ³ პრეპარატი დღეში 2-ჯერ მიიღოთ. ოღონდ ეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით უნდა მოხდეს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს