განსაკუთრებული ზეთი 10 დაავადების საწინააღმდეგოდ

940

საკმევლის ზეთი შეიცავს მირცენს, ფელანდრენს, ფარნეზოლს, ბორნეოლს, პინენს და ლიმონენს, რაც ზეთს ძლიერ სიმსივნის საწინააღმდეგო, სოკოს საწინააღმდეგო და დამამშვიდებელ თვისებებს ანიჭებს.ამ ზეთის არომატს მთელ მსოფლიოში სულიერ და სამკურნალო თერაპიებში ხშირად იყენებენ. ის სხეულს და გონებას ამშვიდებს, ხის და მიწის სუნი ტკბილი ნოტებით აქვს.Vivien გიამბობთ, თუ რომელი უსიამოვნებების თავიდან აცილებას შეძლებთ საკმევლის ზეთის გამოყენებით.

  • 1. იმუნიტეტი – რამდენიმე წვეთი საკმევლის ზეთით ყოველდღე ფეხი დაიმასაჟეთ. ასე იმუნიტეტის გაზრდას შეძლებთ.
  • 2. ხალი და მეჭეჭი – წვეთი ზეთი დაზიანებულ კანზე დღეში 3-ჯერ წაისვით.
  • 3. სტრესი და შფოთვა – საკმევლის ზეთი შფოთვის, ბრაზის, დარდის სამკურნალოდ შესანიშნავი საშუალებაა. თქვენს ცხოვრებას პოზიტივს შემატებს.
  • 4. თავის ტკივილი და შაკიკი – ამ ზეთს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, რაც შაკიკის და თავის ტკივილის მკურნალობაში დაგეხმარებათ.
  • 5. სურდო და ხველა – საკმევლის ზეთი სასუნთქი პრობლემების, მათ შორის ხველის და ასთმის მკურნალობაში დაგეხმარებათ. ცოტა ცხელი წყალი თასით აავსეთ და 6 წვეთი ზეთი დაუმატეთ. თავი გადახარეთ და პირსახოცი გადაიფარეთ. ორთქლი ისუნთქეთ, რომ სუდრო შეამციროთ და ლორწო შეასუსტოთ.
  • 6. სახსრების ტკივილი და შეშუპება – ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით საკმევლის ზეთი კუნთების და სახსრების ტკივილს ამცირებს. სისხლის მიმოქცევას აძლიერებს.
  • 7. აკნე – წვეთი ზეთი კანზე დილით და ძილის წინ წაისვით.
  • 8. ნევროლოგიური დახმარება – ზეთი თავის ტვინის მუშაობის აღდგენასა და ტვინში ჟანგბადის მიწოდებაში დაგეხმარებათ.
  • 9. ქავილი – წვეთი ზეთი ქავილს ამშვიდებს.
  • 10. ჰორმონები და მეხსიერება – საკმევლის ზეთი მეხსიერებას აუმჯობესებს და ჰორმონებს არეგულირებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს