ნაყენი ქრონიკული დაავადებების და ანთების სამკურნალოდ

713

Vivien გთავაზობთ საოცრად ეფექტურ და მარტივად მოსამზადებელ ხალხურ რეცეპტს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. დაგჭირდებათ საუკუნეების მიერ გამოცდილი 3 სამკურნალო მცენარე: გულყვითელა, წითელი სამყურა და კუნელი.ამ საშუალების რეგულარული მიღება ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, ორგანიზმს კირის და ცხიმის ნარჩენებისგან წმენდს, თავის ტკივილს და თავბრუსხვევას აქრობს, გულის კუნთებს აძლიერებს და წნევას არეგულირებს. ასევე სასიცოცხლო ტონუსს ზრდის, სხეულს აახალგაზრდავებს და მხედველობას აღადგენს.

ინგრედიენტები:

  • გულყვითელას ყვავილები, ყვავილობის პერიოდში შეგროვებული
  • წითელი სამყურას თანაყვავილედი (წითელი გირჩები, მცენარის ყვავილობის შუა პერიოდში შეგროვებული)
  • კუნელის ყვავილი ან ნაყოფი (ორივე შეგიძლიათ 1:1 თანაფარდობით დაუმატოთ)

რეცეპტი 1:

  1. 2 ს/კ წვრილად დაჭრილ თითოეულ მცენარეს 1 ჭიქა არაყი დაასხით.
  2. ბნელ ადგილას 2 კვირა დააყენეთ.
  3. სამივე ნაყენი გაფილტრეთ და თანაბარი პროპორციით ერთ ჭურჭელში აურიეთ. ბნელ ადგილას შეინახეთ.
  4. 2 ს/კ ნაყენი ყოველდღე, 1 თვის განმავლობაში მიიღეთ. სამკურნალო კურსის გავლის შემდეგ 25-30 დღე შეისვენეთ.

რეცეპტი 2:

  1. სამივე ინგრედიენტი თანაბარი პროპორციით ქვაბში აურიეთ და ცივი წყალი დაასხით.
  2. ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე ნახევარი საათით ხარშეთ.
  3. გამორთეთ, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ, პირსახოცით შეფუთეთ და მთელი ღამე დააყენეთ.
  4. დილით გადაწურეთ და კვლავ ცოტათი შეათბეთ.
  5. 2-3 ჩ/კ ნებისმიერი სააფთიაქო ბალზამი დაუმატეთ და თავსახური დაახურეთ.
  6. 3 საათის შემდეგ მინის ქილებში გადაანაწილეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. შეფუთეთ და 7 დღე შეინახეთ.
  7. ¼ ნაყენი ყოველ მეორე დღეს, ჭამამდე მიიღეთ. მთელ ორგანიზმზე დადებით გავლენას იგრძნობთ. ქრონიკული დაღლილობის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს