ამ ნაყენით 70 წლისას ისეთი კარგი მეხსიერება გექნებათ, როგორც 25 წლის ასაკში.

956

Vivien გთავაზობთ ნიორზე დაფუძნებულ ნაყენს, თუ სიცოცხლის გახანგრძლივება და სხვადასხვა დაავადებების თავიდან აცილება გსურთ.ნაყენი ათეროსკლეროზის, ტვინის აქტივობის შემცირების, ასაკოვანი სმენის დაქვეითების, ქრონიკული დაღლილობის და ნაწლავების ცუდი მუშაობის დროს დაგეხმარებათ.ნივრის ნაყენის სრული კურსის შემდეგ ბევრი აღნიშნავს შრომისუნარიანობის და გონებრივი აქტივობის გაზრდას, წონის შემცირებას, ზოგადი განწყობის გაუმჯობესებას.მეზობელი ირწმუნება, რომ მრავალწლიანმა დეპრესიამ უკან დაიხია. მკურნალი ექიმი ადასტურებს, რომ სისხლძარღვების გლობალური გაწმენდის დროს ტვინის აქტივობის ზრდის ხარჯზე ამის მიღწევა შესაძლებელია. მოკლედ, ისეთ განწყობაზე იქნებით, როგორც ახალგაზრდობაში!ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 350 გრ დაქუცმაცებული ნიორი (ოღონდ არა დაპრესილი და გახეხილი, უბრალოდ დანით წვრილად დაჭრილი ან ხის სანაყში დანაყული) და 96 გრადუსიანი 0,5 ლ სპირტი.

ნიორი და სპირტი აურიეთ და მზის სინათლისგან მოშორებულ ადგილას 10 დღე შეინახეთ, რომ დაყენების შესაძლებლობა ჰქონდეს.ვადის გასვლის შემდეგ ნიორი საწურში გადაწურეთ და სპირტიანი ბოთლი ბნელ ადგილას რამდენიმე დღე შეინახეთ.

სამკურნალო ნაყენის მიღება იწყება შემდეგი მეთოდით:

  • პირველ დღეს დილით 1 წვეთი დალიეთ, სადილობისას – 2 წვეთი და საღამოს – 3 წვეთი.
  • მეორე დღეს დილით 3 წვეთის მიღებით დაიწყეთ, სადილობისას – 4 წვეთი, ვახშმისას 5 წვეთი ნაყენი დალიეთ.
  • მესამე დღეს დილით 5 წვეთი დალიეთ, სადილობისას – 6 წვეთი და ვახშმობისას – 7 წვეთი.
  • მეოთხე დღეს მკურნალობა 7 წვეთი ნაყენით დაიწყეთ, სადილობისას 8 წვეთი მიიღეთ, ხოლო ვახშმობისას – 9 წვეთი.
  • მეხუთე დღეს 10 წვეთით დაიწყეთ, სადილობის დროს 11 წვეთი ნაყენი დალიეთ და ვახშმობისას 12 წვეთი.
  • მკურნალობის მეექვსე დღეს დილით 15 წვეთი დალიეთ, სადილობისას 14 წვეთი და ვახშმობისას 13 წვეთი. ამ დღიდან წვეთობით მისაღები ნაყენის რაოდენობა შეამცირეთ, სანამ მკურნალობის მეათე დღეს ვახშმობისას 1 წვეთამდე არ დახვალთ.
  • მე-11 დღეს ნივრის ნაყენი 50 მლ (ზუსტად 3 ს/კ) რძეში გააზავეთ და დღეში 3-ჯერ დალიეთ. ყოველ ჯერზე, 25 წვეთი ნივრის ნაყენი დაუმატეთ.
  • სამკურნალო კურსი ნაყენის დასრულებამდე გააგრძელეთ. რეკომენდებულია, რომ კურსი 5 წელში გაიმეოროთ.

შეგახსენებთ, რომ ნივრის ნაყენის მიღება არ შეიძლება, თუ კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობა, გასტრიტი და კუჭის წყლული გაწუხებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს