უძველესი რეცეპტით სისხლძარღვების სისტემას გააჯანსაღებთ და ყურში შუილს მოიშორებთ

2218

„ასაკოვანი ადამიანი ვარ, მაგრამ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ მაქვს. ბოლო წლებში ყურში შუილის ხმა ხშირად მაწუხებს, ამავდროულად, წნევა ნორმაზე მაღალი ძალიან იშვითად მაქვს. პატივისცემით, იგორ ვალენტინოვიჩი, ქ. სკადოვსკი“.წერილს ელენა სვიტკო, ნატუროპათი, ხალხური მკურნალი პასუხობს.

სიმპტომები, რომლის შესახებაც მკითხველი წერს, სისხლძარღვების დაავადებაზე საუბრობს. გთავაზობთ უძველეს რეცეპტს, რომლითაც სისხლძარღვების სისტემას გააახალგაზრდავებთ და ყურში შუილის ხმასაც მოიშორებთ.

100 გრ ძლივს გახსნილი კუნელის კვირტები ან ყვავილები დააქუცმაცეთ და 30 გრ თაფლი, 1 გრ ვანილი და 1 გრ დარიჩინი აურიეთ. 700 მლ კონიაკი დაასხით და ნარევი 24-ჯერ შეანჟღრიეთ. ბნელ ადგილას 12 საათით გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ. 20 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.

ამ საშუალებით მკურნალობის 2-3 თვიანი კურსის შემდეგ გულის ტკივილი გაქრება, თავის ტვინის სისხლძარღვების აღდგენის ხარჯზე მეხსიერება გაუმჯობესდება, ყურში შუილი აღარ შეგაწუხებთ, ფეხის შეშუპება შემცირდება და ა.შ.სისხლძარღვების სამკურნალოდ, ასევე მეხსიერების გასაუმჯობესებლად გინკგო ბილობას პრეპარატები ეფექტურია. ნაყენის მოსამზადებლად როგორც კვირტები, ასევე ფოთლები და კურკიანი ნაყოფიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.ამ ხეს ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ გულ–სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ, ინფარქტი, ინსულტი გადატანილი გაქვთ, სმენის და მხედველობის პრობლემები გაწუხებთ, მუდმივად ხელები და ფეხები გეყინებათ. გინკგოს ნაყენი ხშირი ბრონქიტის დროსაც დაგეხმარებათ.

გინკგოს შეუძლია პარკისონის დაავადებაზე გავლენა მოახდინოს, ფსიქოლოგიური და სისხლძარღვოვანი თავის ტკივილი შეამციროს. ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ღვინოზე დაფუძნებული ნაყენია.500 გრ გინკგოს ახალი ტოტები კვირტებით და ფოთლებით (ან ფოთლებით და ნაყოფით) სეკატორით დააქუცმაცეთ, 3 ლ წითელი ღვინო დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ, 5 წუთით ხარშეთ, 2 გრ დარიჩინი და 30 გრ თაფლი დაუმატეთ. 100 მლ თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს