Vivien გთავაზობთ ხალხურ საშუალებას დამწვრობის და ჭრილობების სამკურნალოდ. საუბარია, კრაზანას ზეთზე, რომელიც სახლის პირობებში მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ. დაგჭირდებათ კრაზანას ყვავილები და ნებისმიერი მცენარეული ზეთი.საუკეთესო კრაზანას ზეთი 1:2 თანაფარდობით გამოდის, ანუ 1 ჭიქა ყვავილებს 2 ჭიქა ზეითუნის, სელის ან ნუშის ზეთი უნდა დაასხათ.მინანქრის თასში ყვავილები დანაყეთ, შემდეგ მინის ქილაში გადაიტანეთ, ზეთი დაასხით და 3 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ. მარლით გაწურეთ. გრილ, ბნელ ადგილას შეინახეთ. გამოყენების ვადა – 2 წელი.კრაზანას ზეთი შეგიძლიათ დამწვრობის დროს გამოიყენოთ. რადიკალური საშუალებაა. თუ სხეულის 2/3 ნაწილი დაზიანებულია, მაინც დაგეხმარებათ: დაზიანებულ ადგილას კომპრესები უნდა გაიკეთოთ.ზეთი შეგიძლიათ დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობის, წყლულის, ნახეთქის, ჩირქოვანი ანთების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შესუსტების, ტუჩის გამონაყარის, ცხვირის იარების სამკურნალოდ გამოიყენოთ.
ასეთი კრაზანას ზეთი სახლში ყველას უნდა ჰქონდეს.