ერთეულები ნიორს ასე იყენებენ: პროფესიონალი შეფ მზარეულის ხრიკები

752

ნიორი ერთ–ერთი აუცილებელი პროდუქტია, რომელიც თქვენს სამზარეულოში ყოველთვის უნდა იყოს. ამ ინგრედიენტს თითქმის ყოველთვის ვიყენებთ, რომ სადილი ან ვახშამი მოვამზადოთ. ნიორი კერძს ზომიერ სიცხარეს, პიკანტურობას და გემრიელ არომატს ანიჭებს.იმის მიუხედავად, რომ ამ სანელებელს ბავშვობიდან ვიცნობ, ზოგიერთი მისი საიდუმლო უკვე ზრდასრულ ასაკში აღმოვაჩინე. მაგალითად, ახლახანს მეზობელმა მასწავლა, როგორ გავასუფთავო ნიორი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ახლა მხოლოდ ასე ვაკეთებ! Vivien გიამბობთ, როგორ აარჩიოთ, შეინახოთ, დაჭრათ და დაამწნილოთ ნიორი!

ნივრის მომზადების და შენახვის საიდუმლო მეთოდები

როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ სწორად – რა თქმა უნდა, ხარისხიანი და ახალი პროდუქტების გამოყენებით სადილი ან ვახშამი უფრო გემრიელი გამოვა. ნივრის შეძენისას მის გარეგნობას ყურადღება მიაქციეთ. თავი რბილი ან დანაოჭებული არ უნდა იყოს. ყავისფერ ლაქიან ნიორს თავი აარიდეთ. მხოლოდ სქელი და მშრალი ნიორი აარჩიეთ.ნიორი გრილ ბნელ ადგილას შეინახეთ. პარკიდან ამოიღეთ და ღია კონტეინერში გადაიტანეთ. მაცივარში ძალიან დაბალი ტემპერატურის და ნოტიო ჰაერის გამო სწრაფად გაფუჭდება.

როგორ გავასუფთავოთ სწორად – ნივრის გასუფთავება ძალიან რთული საქმე არაა, მაგრამ მისი გამარტივებაც შესაძლებელია. მეთოდი იმის მიხედვით აირჩიეთ, თუ რამდენი კბილი ნიორი გჭირდებათ.

ერთი კბილის სწრაფად გასუფთავება

  • ნივრის კბილს ფესვი დანით მოაჭერით.
  • საჭრელ დაფაზე ან სხვა მყარ ზედაპირზე დადეთ.
  • ნივრის კბილს ზემოდან დანის გვერდითა მხარე დააჭირეთ. ფურცელი ზეწოლის ძალით მარტივად მოშორდება.

ნივრის ბევრი კბილის სწრაფად გასუფთავება

  • მთელ ნიორს ძლიერ დააჭირეთ, რომ კბილები ფესვს მოშორდეს.
  • ახლა კბილები დიდ კონტეინერში გადაიტანეთ.
  •  კონტეინერს თავსახური ან თეფში დაახურეთ და 1,5 წუთით ენერგიულად შეანჟღრიეთ.
  • კბილებს ფურცლები უნდა მოშორდეს. ზედმეტი გადაყარეთ და პროდუქტი გამოიყენეთ.

როგორ გამოვიყენოთ სწორად

  • დაქუცმაცება – ნივრის გემოს და არომატის ინტენსივობის დარეგულირება შესაძლებელია! ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დააქუცმაცებთ ნიორს. რაც უფრო წვრილად დაჭრით, მით უფრო ცხარე და არომატული გახდება. არსებობს გრადაცია: მთელი კბილი, მსხვილ ფირფიტებად დაჭრილი, წვრილად დაჭრილი, დაპრესილი და წვრილ სახეხზე გახეხილი. გარდა ამისა, მომზადების დრო გემოზე გავლენას ახდენს. რაც უფრო დიდხანს მოამზადებთ ნიორს, მით უფრო ინტენსიური გემო და არომატი ექნება.
  • შერევა – ნიორი სხვა ინგრედიენტებთან ერთად გამოიყენეთ, რომ თქვენს სამზარეულოში ახალი გემოები აღმოაჩინოთ. მაგალითად, მთელი კბილი ნიორი ზეითუნის ზეთს დაუმატეთ, ცოტა დააჭირეთ და სითხე შეათბეთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ზეთმა გემო და არომატი უკეთ შეიწოვოს. ამის შემდეგ ნივრის ზეთი ნებისმიერ ქილაში გადაასხით, კბილები წინასწარ მოაშორეთ. ამ ზეთით სალათები მორთეთ ან სხვა კერძებს დაუმატეთ.
  • დამწნილება – დაქუცმაცებული ნიორი, მარილი და ზეთი აურიეთ და მთავარ ინგრედიენტებთან ერთად დაამწნილეთ. ზეთის დახმარებით ნივრის გემოს მთელ კერძში გადაანაწილებთ, მარილი კბილიდან ზედმეტ არომატს მოგაშორებთ.ადრე არ ვიცოდი, თუ როგორ დამეჭრა ნიორი, რომ ვახშმის სიცხარე დამერეგულირებინა. მხოლოდ პრესს ვიყენებდი, ამიტომ ჩემი კერძი ძალიან „ნივრიანი“ იყო. ახლა ამ შეცდომას გამოვასწორებ! თქვენ ირჩევთ ნივრის დაჭრის მეთოდს თითოეული კერძის მიხედვით?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს