დედაჩემი ძვირადღირებულ კოსმეტიკას პრინციპულად არ იყენებს, რამდენი კრემი და სილამაზის ესენციაც არ უნდა ვაჩუქო. ლამაზად შეფუთულ ქილებს დაქალებს და თანამშრომლებს დღესასწაულებზე ჩუქნის, თავად სააფთიაქო საშუალებებს უპირატესობას ანიჭებს. რასაც ჰეპარინის მალამო ვერ უმკლავდება, ნატურალურ ინგრედიენტებზე დაფუძნებული სახის ნიღბები აგვარებს.ალბათ, დედისთვის არაჟანზე დაფუძნებული სახის ნიღბები ფავორიტია. მისი თქმით, რძემჟავა პროდუქტი კანს კარგად კვებავს და ატენიანებს, ხავერდოვანს და ბზინვარეს ხდის. დედამ არაჟნის დახმარებით მინის კანის ეფექტს მიაღწია. Vivien გთავაზობთ 4 ყველაზე ეფექტურ სახის ნიღაბს არაჟნით, ასევე გიამბობთ, თუ რატომ არის სასარგებლო არაჟანი კანისთვის.
არაჟნის ნიღბის სარგებელი – არაჟნის ნიღაბი მასში შემავალი ვიტამინების დიდი რაოდენობით პოპულარულია. მაგალითად, A ვიტამინი კოლაგენის სინთეზს აჩქარებს. C ვიტამინი უჯრედების აღდგენას ხელს უწყობს. PP ვიტამინი კანში სისხლის მიმოქცევას არეგულირებს, ხოლო E ვიტამინი წყალი–ცხიმის ბალანსს არეგულირებს და დერმას აახალგაზრდავებს.არაჟანში გვხდება კალციუმი, კალიუმი, სპილენძი, ფოსფორი და თუთია. მათი დახმარებით უჯრედების აღდგენა, სითხის შეკავება, კანის გასწორება ხდება. არაჟნის რძემჟავა კანს ნაზად წმენდს, ხოლო პროტეინები სილამაზეს მხარს უჭერენ. მთავარია, ნიღაბი ხელზე წინასწარ დატესტოთ.
არაჟნის ნიღბის მომზადების წესები – არაჟნის ნიღაბმა სარგებელი რომ მოგიტანოთ, მისი მომზადების წესი უნდა იცოდეთ. მაგალითად, მხოლოდ ახალი ნატურალური არაჟანი გამოიყენეთ. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, 15%–იანი არაჟანი გამოიყენეთ, თუ მშრალი – 25% და მეტი.ნიღაბი ლითონის ჭურჭელში არ მოამზადოთ. სჯობს პლასტმასი ან კერამიკა გამოიყენოთ. არაჟნის ნიღბის შენახვა არ შეიძლება. მომზადებისთანავე კოსმეტიკისგან თავისუფალ კანზე წაისვით.ეფექტისთვის ასეთი ნიღაბი კვირაში მინიმუმ ერთხელ გაიკეთეთ. თუ 45 წელზე მეტის ხართ, ყოველდღე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნიღბის შემადგენლობა პერიოდულად შეცვალეთ, რომ კანი არ მიეჩვიოს.
სახის საუკეთესო ნიღბები არაჟნით
- ნიღაბი თიხით და A ვიტამინით – 25 გრ თეთრი ან ცისფერი თიხა, 50 გრ არაჟანი და 1 ამპულა A ვიტამინი აურიეთ. ნარევი სახეზე 20 წუთით წაისვით. შემდეგ სველი ბამბის დისკით მოიშორეთ. სახე გრილი წყლით დაიბანეთ. საშუალება კანის რელიეფს გაასწორებს, წყლის ბალანსს აღადგენს. რეგულარული გამოყენებით კანს სიჯანსაღეს მიანიჭებს.
- ნიღაბი კვერცხის ცილით და ოხრახუშით – 30 გრ არაჟანი, 10 მლ ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა და 0,5 ჭიქა დაქუცმაცებული ოხრახუში აურიეთ. ნარევი სახეზე სქელ ფენად წაისვით. 25 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა სახის ოვალს დაჭიმავს, წვრილ ნაოჭებს მოგაშორებთ და დიდს საგრძნობლად შეამცირებს. ლიმონის წვენის დახმარებით კანი უფრო ღია გახდება.
- ნიღაბი კარტოფილით და ბრინჯის ფქვილით – 30 გრ არაჟანი მოხარშულ და დაჭყლეტილ კარტოფილს და 30 მლ თბილ რძეს აურიეთ. 20 გრ ბრინჯის ფქვილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასა სახეზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. ნიღაბი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურით თქვენი კანი დარბილდება. უფრო სუფთა და ბზინვარე გახდება.
- ნიღაბი სახამებლით და სტაფილოს წვენით – 50 გრ არაჟანი, 10 გრ კარტოფილის სახამებელი, 10 მლ სტაფილოს წვენი და 1 კვერცხის გული აურიეთ. ნიღაბი სახეზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ და კრემი წაისვით. ნიღაბი კანს ასწორებს, უფრო გლუვს და მკვრივს ხდის.
როგორც ხედავთ, თუ კოვზი არაჟანი დაგრჩათ და არ იცით, რა უყოთ, დროა სილამაზის სალონი სახლში გახსნათ. აღიარეთ, რომელ სახის ნიღბებს ამზადებთ? რას ანიჭებთ უპირატესობას, კოსმეტიკურ საშუალებას თუ შინაურულ მოვლას?