თრომბის უჩვეულო მიზეზი: ექიმმა ოხრახუშის საფრთხეზე ისაუბრა

1100

იმუნულოგ ანდრეი პროდეუსის თქმით, ოხრახუშის მიღება თრომბოზის გაზრდილ რისკთან დაკავშირების გამო შეიძლება სახიფათო იყოს.

ერთ–ერთ ინტერვიუში ექიმმა განაცხადა, რომ ოხრახუში თრომბის განვითარების საფრთხეს ზრდის, რადგან K ვიტამინით მდიდარი წყაროა. მისი გავლენით სისხლის შედედება და თრომბის წარმოქმნა იზრდება.

თუ შესაძლო თრომბოზის გამო რისკის ჯგუფში ხართ, რაციონიდან K ვიტამინის მიღება მკაცრად უნდა აკონტროლოთ, ხაზს უსვამს პროდეუსი.

„100 გრ ოხრახუში K ვიტამინის 20 დღიურ დოზას ერთდროულად შეიცავს. ასევე მდიდანარია ისპანახი და რეჰანი: 7 და 6 დღიური დოზა შესაბამისად“.

ანდრეი პროდეუსი ამატებს, რომ თრომბის განვითარების რისკი ხანდაზმულ ასაკში უფრო მაღალია, ასევე ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ცხოვრების პირობებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს