სამეცნიერო კვლევის თანახმად, ამ ჩვევის დაცვით სიცოცხლის გახანგრძლივებას ზუსტად 14 წლით შეძლებთ.კვლევის მონაცემები ჟურნალში Plos Medicine გამოქვეყნდა. მასში 45-დან 79 წლამდე 20 244 ადამიანი მონაწილეობდა გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ან სიმსივნის გარეშე. მეცნიერებმა ცხოვრების წესსა და სიკვდილიანობას შორის სავარაუდო კავშირი გაავლეს. მონაწილეებზე დაკვირვება 11 წელი მიმდინარეობდა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ 4 ჩვევის დაცვა სიცოცხლის გახანგრძლივებას ხელს უწყობს. Vivien გიამბობთ, თუ რომელ ჩვევებზეა საუბარი.
- ფიზიკური აქტივობა. ზრდასრულმა ადამიანმა საშუალოდ კვირაში 150 წუთი აეროვარჯიშს ან კვირაში მინიმუმ 75 წუთი მაღალ ინტენსიურ ვარჯიშს უნდა დაუთმოს.
- ალკოჰოლის მიღების კონტროლი. როგორც ასეთი, სასმელის შემცირება 90 წლამდე ცხოვრებაში ვერ დაგეხმარებათ, თუმცა ამცირებს იმ მდგომარეობით გარდაცვალების რისკს, რომელსაც სპირტის ჭარბი მიღება იწვევს. კერძოდ, ასეთი დაავადებაა ციროზი, ღვიძლის კიბო.
- ხილისა და ბოსტნეულის მიღება. დღეში მინიმუმ 5-ჯერ უნდა იკვებოთ. ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში ნათქვამია, რომ ყოველდღიურად 2 ულუფა ხილის და 3 ულუფა ბოსტნეულის მიღება სწორი კომბინაციაა, რომელიც კარგ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უზრუნველყოფს.
- მოწევაზე უარის თქმა. მწეველებში სავარაუდო სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით ნაკლებია, ვიდრე არამწეველებში. ასევე მეცნიერებამ დაადგინეს, რომ 40 წლამდე მოწევაზე თავის დანებება მასთან დაკავშირებული დაავადებებით გარდაცვალების რისკს ზუსტად 90%–ით ამცირებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს