ამბობენ, რომ წყალი სიცოცხლის წყაროა, და არა ამაოდ! ადამიანის ორგანიზმი სითხის გარეშე ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს. სწორედ ამიტომ, მაღაზიებსა თუ ხალხურ კოსმეტოლოგიაში კანის დამატენიანებელ საშუალებებს ვეძებთ. კარგია, თუ იდეალურ ვარიანტს იპოვით, ზოგიერთს ამისთვის წლები სჭირდება!თანამედროვე სამყაროში აჩქარებული ტემპის და წყლის და ეკოლოგიის საშინელი ხარისხის პირობებში იდეალური საშუალების შერჩევა რთულია. სულ უფრო მეტი მეგობარი კანის ნატურალურ დამატენიანებელს უპირატესობას ანიჭებს, რადგან ძვირადღირებულ ბრენდებსა და სალონურ პროცედურებში იმედი გაუცრუვდათ. Vivien გამოცდილ დაკვირვებებს გიზიარებთ!
კანის ბუნებრივი დამატენიანებელი
- ზეითუნის ზეთი – ხელმისაწვდომი და წარმოუდგენლად ეფექტური საშუალება სახლის პირობებში კანის მოსავლელად. ზეითუნის ზეთი ლინოლეურის მჟავის შემცველობით ბარიერს ქმნის და კანში ტენიანობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. გარდა ამისა, ზეითუნის ზეთი ბევრ E ვიტამინს შეიცავს. კოლაგენის გამანეიტრალებელ თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებს. ზეთი კანზე წაისვით და 30 წუთში მოიშორეთ. ნარჩენები უბრალო წყლით ჩამოიბანეთ. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ.
- კაკაოს ზეთი – კაკაოს ზეთში შემავალი ანტიოქსიდანტები ულტრაიისფერ სხივებს უმკლავდება, ანეიტრალებს. ნატურალური დამატენიანებელი კანის სიმშრალისა და აქერცვლისგან დაგიცავთ. კანი კაკაოს ზეთს სწრაფად იწოვს, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად მიკრობზარებს ახორცებს. მეტი ეფექტისთვის გამოყენებამდე ხელით შეათბეთ. სახე გაისუფთავეთ და გაიმშრალეთ, შემდეგ კაკაოს ზეთი მასაჟური მოძრაობით წაისვით. მეტი ეფექტისთვის მთელი ღამით გაიჩერეთ, დილით წყლით ჩამოიბანეთ. ყოველდღიური გამოყენებისას შედეგს უკვე 2 კვირაში დაინახავთ.
- ქოქოსის ზეთი – ამ ბუნებრივი საშუალების ქილა თავის მოვლის საშუალებებს შორის აუცილებლად უნდა გქონდეთ. ახლა ქოქოსის ზეთი თითქმის ყველა ნაბიჯზე იყიდება, ამიტომ მისი პოვნა არ გაგიჭირდებათ. ზეთში შემავალი ცხიმოვანი მჟავები კანში ტენიანობას კარგად ინარჩუნებს და მას ელასტიურს ხდის. გარდა ამისა, ქოქოსის ზეთი ყველა ტიპის კანისთვის უნივერსალური საშუალებაა, რადგან ძალიან ცხიმიანი არაა. ზეთი გამოყენებამდე მიკროტალღურ ღუმელში ოდნავ შეათბეთ. ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და კანზე წაისვით, 15 წუთით გაიჩერეთ.
- შის კარაქი – აფრიკული სილამაზის საიდუმლოს პოვნა რთულია და ძვირი ღირს. შის კარაქი თავის ღირებულებას ამართლებს. ზეთი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, E და A ვიტამინებს, ასევე კანისთვის აუცილებელ სხვა მიკროელემენტებს. აფრიკის კონტინენტზე ქალებს კანის მოვლა ამ საშუალების გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. გარდა ამისა, შის კარაქს დერმატიტის, მზის დამწვრობის და ეგზემის სამკურნალოდ იყენებენ. საშუალება ხელით შეათბეთ, შემდეგ კანზე წაისვით. თქვენი კანის ტიპის მიხედვით შის კარაქი შეგიძლიათ ყოველდღე ან კვირაში ერთხელ ნიღბის სახით გამოიყენოთ.
- თაფლი – ჩვენ შესანიშნავად ვიცით, რომ თაფლი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით სიცივის და სურდოს პერიოდში. აღმოჩნდა, რომ ეს საშუალება კანსაც სჭირდება. უფრო მეტიც, თაფლი სამზარეულოში შეგიძლიათ იპოვოთ! უმარტივესი დამატენიანებელი ნიღბის მოსამზადებლად თაფლი და რძე თანაბარი პროპორციით აურიეთ. საშუალება სუფთა, მშრალ სახეზე წაისვით, 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ. თუ თქვენი კანი ძალიან მშრალია, გამოყენების დრო ნახევარ საათამდე გაზარდეთ. სახის კანი დატენიანებული და ცოცხალი რომ იყოს, პროცედურა კვირაში რამდენჯერმე გაიკეთეთ.
- ბანანი – გადამწიფებული ბანანის გადაგდება არ იჩქაროთ. გაშავებული ხილი შეგიძლიათ შინაურულ კოსმეტოლოგიაში გამოიყენოთ. მასში შემავალი ვიტამინები და ანტიოქსიდანტები კანის ასაკობრივ ცვლილებებს ებრძვის. ხილი ჩანგლით პიურეს მიღებამდე დაჭყლიტეთ. ბანანის მასა სხეულზე წაისვით და ნახევარ საათში ჩამოიბანეთ. სურვილის შემთხვევაში, შინაურულ ნიღაბს კოვზი თაფლი დაუმატეთ.
- ნაღები – ნაღები არა მხოლოდ ყავის ან სოუსის მოსამზადებლად, არამედ დამატენიანებელ საშუალებად შეგიძლიათ გამოიყენოთ. პროდუქტი ნებისმიერი ტიპის კანის გამოსაკვებად გამოგადგებათ. ნაღები სუფთა და მშრალ კანზე წაისვით და ნახევარი საათით გაიჩერეთ. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი შინაურული იყოს: მასში დანამატები და კონსერვანტები არ უნდა შედიოდეს.
- ავოკადო – ხილი ჩვენს რაციონში სულ უფრო ხშირად გვხდება. ცნობილია, რომ ავოკადო ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოა. იცით თუ არა, რომ ნაყოფი კანისთვის სასარგებლოა? ავოკადოში შემავალი ვიტამინები კანს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში ეხმარება და დაცვით თვისებებს აძლიერებს. ავოკადოს ქერქი და კურკა მოაშორეთ, რბილობი ჩანგლით დაჭყლიტეთ და სუფთა კანზე წაისვით. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ხილი დამატენიანებლად შეგიძლიათ ყოველდღე ან კვირაში ერთხელ თქვენი კანის ტიპის მიხედვით გამოიყენოთ.
- ალოე ვერა – მცენარე კოსმეტოლოგიაში იმდენად ფართოდ გამოიყენება, რომ მის სარგებელზე ლაპარაკი ზედმეტია. ალოეს ფოთოლი გაჭერით, გელი შეაგროვეთ და კანზე 10 წუთით წაისვით. პროცედურა კვირაში რამდენჯერმე გაიმეორეთ. სურვილის შემთხვევაში ალოეს ქოქოსის ზეთი დაუმატეთ და აფუებამდე ათქვიფეთ. ასეთი შინაურული საშუალება მაცივარში კარგად ინახება, თუ ჰერმენტულ ქილაში შეინახავთ.
- გლიცერინი – უდავოდ, მთელი თაობების მიერ გამოცდილი საშუალება კანში აუცილებელი ტენიანობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. გლიცერინი ვარდის წყალს თანაბარი პროპორციით აურიეთ და სუფთა კანზე წაისვით. პროცედურა სჯობს ძილის წინ გაიკეთოთ. შინაურული საშუალება შეგიძლიათ ყოველდღე გამოიყენოთ.
თქვენს კანს მოუსმინეთ, რომელიც თავად მიგანიშნებთ, რა სჭირდება. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ სხვა ფაქტორები, რომლებიც მის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს: მავნე ჩვევები, კვება, სტრესი, ფიზკულტურა. რომელ თავის მოვლის საშუალებებს იყენებთ?